რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკათმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა, სახელწოდებით „პატრიოტთა ისტორიის მასალები“.
5 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა პრეზენტაცია წიგნისა, სახელწოდებით „ნდობა და მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.
დღის ცენტრი, რომელიც 25 წელია გონებრივი შეფერხების მქონე პირებს ემსახურება, დახურვის საფრთხის წინაშე დგას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოს ოლქში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მცირე უპირატესობით სძლია პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს.
29 ოქტომბერს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სტიქიური ბუნებრივი მოვლენების ადრეული შეტყობინების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ.
საქართველოდან რუსეთში ორი-სამი ათასი ტონა მწვანილის გატანა იგეგმება. ინფორმაცია რუსულ ბაზარზე მწვანილის გატანის შესახებ 26 ოქტომბერს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება „სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად“ შეთქმულების მუხლით.
ბავშვთა უფლებების დამცველები ჯანდაცვის სისტემის იმ ნაკლზე საუბრობენ, რომელიც სამედიცინო მომსახურების პროცესში მშობელსა და შვილს ერთმანეთს აშორებს.
20 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან, ქალთა მოძრაობის ინიციატივით, მიგრანტ ქალთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
უკრაინულ ვიდეოპორტალზე გამოქვეყნებული წამებისა და გაუპატიურების ამსახველი კადრები 18 ოქტომბერს თბილისისა და ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში გაშლილ პროექტორებზე აჩვენეს.
15 ოქტომბერს მსოფლიო თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.
სოზარ სუბარმა უწყების სამწლიანი პერიოდი შეაჯამა და კანონმდებლებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ანგარიში ჩააბარა.
საცხოვრებელი პირობები, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, კომუნიკაცია საჯარო ინსტიტუტებთან - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც NDI-ის გამოკითხვაში პირველად მოხვდა.
იუსტიციის სამინისტრომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წარადგინა ინიციატივა „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე, რომლის მიზანიცაა სანოტარო მომსახურებით ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილის უზრუნველყოფა, რომელიც ამ მომსახურებას ვერ იღებს.
1 ოქტომბერს გაიმართა სოციალური საწარმო „ბაბალეს“ პრეზენტაცია. საწარმო უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს, მიმდინარე კვირაში კი მათ ნაფარეულის 6 ნომერში სახელოსნო-სალონიც გახსნეს. იქ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ და ყიდიან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივას ქმნის.
ავღანეთში 31-ე ქართველი სამხედრო, ვასილ ყულჯანიშვილი, დაიღუპა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში მსახურობდა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრთა საკანონმდებლო წინადადებას.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს 22 სექტემბერს დემოგრაფებთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც დემოგრაფიული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.
თამარ ქალდანის განცხადებით, უნდა გაფართოვდეს კანონის მოქმედების სფერო და, მცირე გამონაკლისების გარდა, ის სრულად უნდა გავრცელდეს ყველა სახის მონაცემთა დამუშავებაზე
ჩამოტვირთე მეტი