რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად შეღავათიანი პირობები დადგინდება. ასევე, საემიგრაციო ვიზის მიღებაც გაიოლდება.
2015 წლის პირველი სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი პენსიონერების პენსია მაქსიმუმ 25 ლარით გაიზრდება. იზრდება ასევე პედაგოგთა ხელფასები, რომელთა მატებაც 50 ლარიდან 200 ლარამდე განისაზღვრება.
29 ოქტომბერს მარჯანიშვილის თეატრში 16-მა ქალმა წაიკითხა მონოლოგი, რომელიც იტალიელი ჟურნალისტისა და მწერლის სერენა დანდინისა და მისი კოლეგის, მაურა მაზიტის, წიგნში გაერთიანდა.
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მიმართავენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციის თაობაზე პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, „სამოქალაქო განათლება“ მისაღები გამოცდების ნუსხას არჩევით გამოცდად უნდა დაემატოს.
მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დაწყებული სასამართლო დავა ოთხ გამომცემლობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამინისტროს სასარგებლოდ დაასრულა.
უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელმაც ოჯახური ძალადობის პრევენციაზე უნდა იმუშაოს, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართა.
სტუდენტები ე.წ. მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ და მოუწოდებენ ეკონომიკის სამინისტროს კომპანია „გაზვილს“ ალტერნატიული ფართი შესთავაზოს.
მირზა შაფის ქუჩის განაშენიანებაზე უახლოეს დღეებში თბილისის არქიტექტურის სამსახური ღია არქიტექტურულ კონკურსს გამოაცხადებს. ჯერ კიდევ 2008 წელს დაწყებული პროექტი, რომელიც ძველ თბილისში მირზა შაფის ქუჩის აღდგენას ისახავდა მიზნად, ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ დაიწუნა.
17 ოქტომბერს, რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მულტიმედიამენეჯერი ბექა წიქარიშვილი.
ვნებათაღელვა მოჰყვა მერიის ზოგიერთი მაღალჩინოსნისთვის სახელფასო დანამატის გაცემაზე კვირის დასაწყისში გავრცელებულ ინფორმაციას.
10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. “ვიცხოვროთ შიზოფრენიასთან ერთად” - ეს არის წლევანდელი 10 ოქტომბრის სლოგანი.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშიროსი საზოგადოება“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკა ორი არასამთავრობო ორგანიზაციის გამოკვლევის თემად იქცა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაინტერესდეს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა სასამართლო პროცესების ფოტო-ვიდეო-აუდიოჩაწერის მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა.
30 სექტემბერს ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდს შორის.
2 ოქტომბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებმა და მათმა მხარდამჭერებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. „ვიმეგობროთ“, „არა დისკრიმინაციას“ - ასეთი იყო აქციის მთავარი გზავნილები.
ვნებათაღელვა მოჰყვა თბილისში პუშკინის ქუჩაზე დაგეგმილ ესტაკადის მშენებლობას. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიუხედავად არსებული წინააღმდეგობისა, ესტაკადა პუშკინის ქუჩაზე მაინც აშენდება.
ჩამოტვირთე მეტი