ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს 21 თებერვალს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა გააცნო.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა დეა გოშხეთელიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა საჩივრით, გაუქმდეს მისი ყოფილი დედამთილისა და მულის დასაცავად მის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი.
ფოთის თეატრის რეაბილიტაცია დაუყოვნებლივ დაიწყება - ასეთი გადაწყვეტილებით დასრულდა შეხვედრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის სურვილის მქონე მოსამართლეებთან გასაუბრების მეორე დღეც ხმაურისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართა.
„ცხოვრება ზღვარზე: დაზარალებულები დამნაშავეთა პასუხისმგებლობის ძიებაში“ - ამ სახელწოდებით მომზადებულ ანგარიშში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მსხვერპლთა მდგომარეობაა ასახული.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების შეხვედრა გაიმართა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან, მის მოადგილეებსა და თბილისის პროკურორთან.
თბილისში, ატენის ქუჩის 19 ნომერში, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის საკითხზე გადაწყვეტილებას თბილისის მერია რამდენიმე დღეში მიიღებს
საქართველოს „რეზერვისა და მობილიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას საკანონმდებლო ორგანო უახლოეს მომავალში შეუდგება.
მედიაორგანიზაციებისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, რომელიც 26 იანვარს გაიმართა, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, თუმცა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მსჯელობა უახლოეს მომავალში გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდეს.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ 24 იანვარს რატიფიცირებული სამხედრო ხელშეკრულება, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ცხინვალის რეგიონის ცალკეული საჯარისო ქვედანაყოფების გაერთიანებას გულისხმობს, ოფიციალური თბილისის თანახმად, სამართლებრივად ძალის არმქონე აქტია.
მიმდინარე წლის 11 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც მუშაობას თებერვლის ბოლომდე დაიწყებს. დეპარტამენტის 10 ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსია გამოცხადებული.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრული ოთხი საქმიდან ერთზე განაჩენი დადგა და იგი მისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს 27 დეკემბერს ბრალი წაუყენეს. გამოძიება მათ ტერორიზმის მხარდაჭერას ედავება.
დასრულდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლის განმავლობაშიც ძირითადად ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სამარშრუტო ტაქსებს გაჩერების უფლება მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტისთვის გამოყოფილ მოსაცდელებზე მიეცემათ.
ორ ათეულ წელზე მეტია, ქალთა უფლებების დამცველები საქართველოში აქტიურად მუშაობენ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად, თუმცა ამ ხნის მანძილზე დასახულ მიზანთან ისინი არასდროს ყოფილან ისე ახლოს, როგორც ახლა. რა პოლიტიკურ გზავნილებს ეფუძნება მათი მოლოდინი?
ჩამოტვირთე მეტი