ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
20-21 ივნისის ღამის მოვლენების გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე ადამიანთა სოლიდური რაოდენობაა დაბარებული.
მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური შიდა პროდუქტის ზრდამ 5 % შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვის ზრდამ 4,9 %
გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი“ - ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებული ტელეკომპანიის გარდა, უახლოეს მომავალში მედიაბაზარზე კიდევ ერთი დამოუკიდებელი ტელევიზია გამოჩნდება.
„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართავს, გააუქმოს ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობა.
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 25 ივლისს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც განაცხადა, რომ რამდენიმე პარტნიორთან ერთად აპირებს ახალი, ქვეყნის მთავარი ტელევიზიის გახსნას, რომელიც ნებისმიერ არსებულ ტელევიზიაზე უკეთესი იქნება.
თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ პროკურატურას მორიგი პროცედურული ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს - ბრალდების მხარეს ჯერ არ მიუმართავს სასამართლოსთვის 24 ივლისს ბრალდებული ბანკირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.
საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე რიგით მეცამეტე აღმოჩნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებაზე.
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი, რომელიც 19 ივლისს გათავისუფლდა პატიმრობიდან, საქართველოში შემოსვლას კვლავ ვერ ახერხებს.
პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოსგან ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის წილების დაყადაღებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ მოთხოვნით 19 ივლისს მისმა ადვოკატმა გიორგი ზედელაშვილმა მიმართა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს ახალი მფლობელი და დირექტორი ჰყავს. ამ ცვლილებების განხორციელებას 18 ივლისს სულ რაღაც ხუთნახევარი საათი დასჭირდა.
20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მომხდარი ძალადობის ფაქტებზე ამ დროისათვის სულ დაკავებულია 11 მოქალაქე და 2 პოლიციელი. დაკავებულ სპეცრაზმელებს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
20-21 ივნისის ღამის მოვლენებიდან 26 დღე გავიდა, თუმცა საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, ძალის გადამეტების გამო ხელისუფლება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჯერ არ იღებს.
პოლიტიკისა და ტურიზმის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. ასე გამოეხმაურა „კარენტ ტაიმის“ გამოკითხვას ერთ-ერთი რუსი ტურისტი, რომელიც მეორე დღეა იმყოფება საქართველოში
ირაკლი კობახიძის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის გამოხატულებად შეაფასა.
საქართველოს პარლამენტში 20 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა, თავისი თანმხლები საპროტესტო აქციებით, პრაქტიკულად გადაფარა თბილისის პრაიდის კვირეული.
წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისში პრაიდის ღონისძიებები დაიწყო, თუმცა ისინი გასაიდუმლოებულ დროსა და გარემოში ტარდება. რატომ იყო მნიშვნელოვანი პრაიდის გამართვა? რატომ ითვლება იგი პოლიტიკურ აქტივობად? რა გამოცდის წინაშე დააყენა პრაიდმა სახელმწიფო?
არსებული რისკების მიუხედავად, საქართველოში პირველი ღირსების მარში მაინც გაიმართება. ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს თბილისი პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა.
16 ივნისს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილ თანამოაზრეებს “თბილისი პრაიდის” ჩაშლის გეგმა გააცნო. მან მოუწოდა მოხალისეებს გაერთიანდნენ სახალხო ლეგიონში და არ მისცენ პრაიდის მონაწილეებს 18-23 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარების საშუალება.
"გასული წლების მსგავსად, 2019 წელსაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ქაღალდზე რჩება", - განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ჩამოტვირთე მეტი