ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
18 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი.
14 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო განათლების ექსპერტი, სამოქალაქო განვითარების პროგრამების ხელმძღვანელი, თამარ მოსიაშვილი.
„ეკონომიკასთან ერთად უმუშევრობაც იზრდება“ - წაიკითხავთ გაზეთ „რეზონანსის“ ფურცლებზე. გაზეთის თანახმად, ეკონომიკური ზრდის ფონზე ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი მატულობს.
დღეს ყოველკვირეულ „რეგიონალურ მაცნეში“ სოფლებში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მდგომარეობაზე ვისაუბრებთ.
„რუსეთი საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ვაჭრობს“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ის ვაშლი უკვე შეჭამა, რისი გასინჯვაც აკრძალული იყო.
10 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
6 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
გაზაფხულის დადგომისთანავე საქართველოს სოფელში მიწის სამუშაოები გააქტიურდა. ამ თემას შეეხება „რეგიონული მაცნეს“ დღევანდელი გამოშვება. მოისმინეთ სიუჟეტები გორიდან, ლაგოდეხიდან, ზუგდიდიდან და ახალციხიდან.
4 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.
28 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო „სტუდია რე“-ს დირექტორი მამუკა ყუფარაძე.
„ვინ აიძულა ხატიაშვილი ონიანი ადვოკატთა ასოციაციაში მიეღო?“-გაზეთ „ალიას“ ამ სტატიის თანახმად, „ადვოკატთა ასოციაციის“ ნაწილი უკმაყოფილოა თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის, განცხადებებით და ფიქრობენ, რომ მისი გადარჩევა იმპიჩმენტის წესით მოუწევთ.
24 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლინა ღვინიანიძე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ადამიანის უფლებების პროგრამის ხელმძღვანელი.
„რატომ გაახსენდა მაინცდამაინც ახლა „ოცნების“ მხარდამჭერები ღარიბაშვილს?“ - ეს შეკითხვა გაზეთმა „ალიამ“ დღეს ექსპერტს პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძეს დაუსვა.
20 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
საქართველოს პარლამენტში დღეს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენა გაიმართა. ამ პროცედურის მიმართ განსაკუთრებული იყო არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ინტერესი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ აქტუალობას არ კარგავს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა გასული ორიოდე კვირა.
18 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლევან ნატროშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელი.
„’ბიომეტრიული ოცნება’, ანუ როგორ აპირებს ხელისუფლება მამუკა კაციტაძის ბებიის ქალიშვილობის დროინდელი ფოტოს გაციფრულებას“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, ნათქვამია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბიომეტრიული მონაცემებით აღარ ჩატარდება, თუმცა შემოდის ალტერნატიული მოდელი.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პირადი ცხოვრების უკანონო მოსმენასა და ჩაწერაზე კანონი მკაცრდება. ამ ეტაპზე ცვლილება შევა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
ჩამოტვირთე მეტი