ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ ჩვენი კორესპონდენტები იმ პრობლემების შესახებ ისაუბრებენ, რომელთა მოგვარებაზეც მრავალი ადამიანის კეთილდღეობაა დამოკიდებული. გთავაზობთ სიუჟეტებს ზუგდიდიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან და ახალციხიდან.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მორიგი შედეგებით, ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს შორის საქართველოში მოსახლეობა პირველ ადგილზე სამუშაო ადგილების სიმცირეს ასახელებს.
თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის წევრებმა გარე რეკლამის ქართულ ენაზე განთავსების მოთხოვნით რამდენიმე კომერციულ ობიექტს მიმართეს.
აფხაზი კანონმდებლების თანახმად, ანულირებულ უნდა იქნეს გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში უკანონოდ გაცემული პასპორტები, მასალები კი დარღვევების შესახებ შესასწავლად გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნოს.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ოქტომბრიდან, საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, მუშაობას შეაჩერებს და წინასაარჩევნო რეჟიმში გადავა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად მიიჩნევს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან "სახელმწიფო საზღვრის" შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, ყველაზე დახურული და ყველაზე გახსნილი საჯარო დაწესებულებები დაასახელა.
ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“, რომლის ძალითაც სახელმწიფო ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტი მკვიდრდება.
დღეს „რეგიონულ მაცნეში“ ადგილებზე შექმნილ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ვისაუბრებთ. მოისმინეთ სიუჟეტები ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, გურჯაანიდან და რუსთავიდან.
„პირველად საქართველოში: პოლიტიკური შეხედულებების გამო ცემის ფაქტზე საქმე აღიძრა“ - აღნიშნულია გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის თანახმადაც, ამ ეტაპზე საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებელი პერიოდისათვის დამახასიათებელი სურათია: პოლიტიკური სიმპათების გამო ნაცემი ადამიანები, ზეწოლა თვითმმართველობებზე და თავმჯდომარის გარეშე დარჩენილი ცესკო.
უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები, რომლებიც დაახლოებით 181 საათის ხანგრძლივობის იყო, მედიის თანდასწრებით განადგურდა.
დღეს დილით რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო „საქართველოს გზის“ ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი.
„ქართული უნიკალურობა - ივანიშვილი 3 თვეში ქვეყნის პირველ პირს დანიშნავს“ -სტატიაში, რომელსაც გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ სრულიად უნიკალური შემთხვევაა, როდესაც პრემიერად ხალხი ერთ ადამიანს ირჩევს და ის, თავისი სურვილით, ერთ წელიწადში სხვა ნიშნავს.
4 სექტემბერს რადიო „თავისუფლების“ სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი თამარ გაბისონია.
„მოსიარულე ძეგლები“, „რეაბილიტირებული ჩინოვნიკები“ და სტიქიის შედეგები დღევანდელ „რეგიონალურ მაცნეში“, ერთი მხრივ, საბჭოთა სიმბოლიკაზე, მეორე მხრივ კი, ეგრეთ წოდებულ „მოსიარულე ძეგლებზე“ ვისაუბრებთ.
„რა დარტყმა მიაყენა ივანიშვილმა საკუთარ გუნდს?“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთი „ალია“ აქვეყნებს, ნათქვამია, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ კი ვერ დააზარალებდა ისე „ქართულ ოცნებას“, როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადება თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ.
2 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორი, ლელა ტალიური.
საპატრიარქოსა და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეთანხმების თანახმად, სოფელ ჭელაში მინარეთი არ აღიმართება მანამ, სანამ არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი უკვე 40 ორგანიზაციასა და საინიციატივო ჯგუფს აქვს შეტანილი. შესაბამისად, ამ დროისათვის უკვე 40-ია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ მზადაა სახელმწიფოს მეთაური გახდეს.
ჩამოტვირთე მეტი