ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
საპარლამენტო უმცირესობამ საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი უკან გაიწვია.
საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, დემოგრაფიული განვითარების ფონდი იქმნება.
თეა წულუკიანმა სამთვიანი მუშაობის ანგარიშის სიმბოლური პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს საგაზაფხულო სამუშაოების წარმოებაში 640 000 მიწის მესაკუთრეს დაეხმარება. მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროექტის საერთო ღირებულება 180 მილიონ ლარს შეადგენს.
11 თებერვლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებას იწყებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 29 იანვარს მიიღო კანონი ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ”.
პარტია ”ქართული ოცნების” პირველი ყრილობის გამართვა 16 თებერვლისთვის იგეგმება. ყრილობის დელეგატების შერჩევის მიზნით საქართველოს 73 რაიონში ტარდება რაიონული კონფერენციები, სადაც, დელეგატების გარდა, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და ბიუროს წევრებსაც ირჩევენ.
პარლამენტის უმრავლესობა უმცირესობის წარმომადგენლებს საჯარო დებატებში იწვევს.
კეზერაშვილზე, შესაძლოა, ინტერპოლით ძებნა გამოცხადდეს, - ვკითხულობთ გაზეთ ”რეზონანსში”. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის მოთხოვნის, ქრთამის აღების, ასევე საფინანსო სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამო წაუყენა.
30 იანვარს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე.
რელიგია და სახელმწიფო, ეკლესია და პოლიტიკა - ამ თემებზე მსჯელობამ კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა მას შემდეგ, რაც საქართველოს პატრიარქის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრთა მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.
დღეს რეგიონალურ მაცნეში ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთ იმ თავისებურებას შევეხებით, რომელმაც ბოლო ხანს იჩინა თავი და რომელიც საზოგადოების არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს.
მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს აღმკვეთ ღონისძიებად 200 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.
ვაჰაგნ ჩახალიანს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო უწოდეს.
ფიქრობენ, რომ პრემიერსა და ვიცე-პრემიერს შორის გაუგებრობა დაკავშირებულია ქვეყნის მოწყობის შესახებ შეხედულებების ჭიდილთან.
ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის პოსტიდან ჩამოცილება ვერსიებისა და ვარაუდების საგნად რჩება.
დღეს რეგიონულ მაცნეში საქართველოს რეგიონებში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ვისაუბრებთ. მოისმინეთ სიუჟეტები ლაგოდეხიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და ახალქალაქიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 12 იანვარს ხელი მოაწერა ამნისტიის კანონპროექტს.
გაზეთ ”რეზონანსის” სტატიაში ”მიიღებს თუ არა 190 პოლიტპატიმარი კომპენსაციას” ნათქვამია, რომ საპყრობილეების დატოვების შემდეგ საჭიროა ამ ადამიანთა სრული რეაბილიტაცია. ”თუ საქართველო აღიარებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არიან, მხოლოდ მათი გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ მათ წინაშე ვალდებულება მოიხადა”, -ვკითხულობთ სტატიაში.
იუნესკომ ქართულ მხარეს ბაგრატთან დაკავშირებით კომპრომისული ფორმის მოძებნა შესთავაზა.
ჩამოტვირთე მეტი