ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
სახელმწიფო დაწესებულებების, განსაკუთრებით, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე ბოლო დროს საუბნო კომისიების ფირნიშებიც გაიკრა. საარჩევნო კომისიები რეგიონებში თვითმმართველობის არჩევნებისათვის ემზადებიან. ”რეგიონულ მაცნეში” დღეს სწორედ ამ სამზადისზე მოისმენთ სიუჟეტებს გორიდან, ახალციხიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან.
შაბათს საპატრულო პოლიციამ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილე ადვოკატებს კარვების დადგმის საშუალება არ მისცა. პატრულმა გასაშლელად გამიზნული კარვები აქციის მონაწილეებს ჩამოართვა და თან წაიღო.
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2009 წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს -”საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით”. ანგარიშმა 2009 წლის ბიუჯეტის მიმართულებები
თადარიგის მაღალი ჩინის სამხედრო პირებმა ვეტერანთა და მათ თანამოაზრეთა მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს. საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებისათვის აუცილებელი პროცედურები ჯერ მხოლოდ სასტარტო სტადიაშია.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წევრობის კანდიდატთა ფორმალური წარდგენის შემდეგ, ამ კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებების მოსახლეობისათვის გაცნობის დრო დადგა. რას ჰპირდებიან კანდიდატები ამომრჩევლებს? ქუთაისის, ახალციხის, გორისა და რუსთავის მაჟორიტარების საარჩევნო პროგრამებსა და გეგმებს ჩვენი კორესპონდენტები გაგაცნობენ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და პოლიტიკური პარტიების ერთ ნაწილს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხზე მემორანდუმი გაფორმდა.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკვლევა წარმოადგინა. მასში აისახა როგორც საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემოსადმი, ისე წინასაარჩევნო პროცესებისა და ტენდენციებისადმი.
საკონსტიტუციო კომისიაში უჭირთ იმის თქმა, სამიდან რომელი პროექტი მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას. ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა თავმჯდომარის თანამდებობაზე ავთანდილ დემეტრაშვილი.
ახალი სასწავლო წლიდან დედაქალაქის სკოლებში წესრიგს მანდატურები დაიცავენ. მანდატურის ინსტიტუტის ამოქმედების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სკოლებში კონფლიქტების პრევენცია და უსაფრთხო სკოლის უზრუნველყოფაა.
”ალიანსი საქართველოსთვის” ითხოვს, რამდენიმე პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტების გამო.
”ალიანსი საქართველოსთვის” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისათვის ბრძოლას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის გარეშე იწყებს. სოზარ სუბარი საარჩევნო მარათონს ეთიშება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლს ამერიკული ორგანიზაცია ”Edison Research”-ი ჩაატარებს. ეგზიტპოლის დამკვეთები არიან მედია ჰოლდინგი ”იმედი” და სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი-2”. ”ედისონ რისერჩის” წარმომადგენლებმა 30 მაისის არჩევნების ეგზიტპოლის მეთოდოლოგიის პრეზენტაცია მოაწყვეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგს სადამკვირვებლო ორგანიზაციები დედაქალაქის გარდა, რეგიონების უმეტეს ნაწილშიც ატარებენ.
საარჩევნო კამპანიის წარმოებისას შექმნილი უთანასწორო საარჩევნო გარემოს არსებობის ერთ-ერთ მაგალითად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მმართველი პარტიის სასარგებლოდ საბიუჯეტო რესურსების ხარჯვას ასახელებენ.
საპარლამენტო კომიტეტებში სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის განხილვა დაიწყო. პირველი, ვინც სახალხო დამცველის ანგარიშის ავკარგიანობასა და აქცენტებზე იმსჯელა, როგორც მოსალოდნელი იყო, ადამიანის უფლებათა კომიტეტია.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სიების მონიტორინგის შედეგები 19 აპრილს საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოეთის საელჩოების წარმომადგენლებს გააცნო.
ერთწლიანი მუშაობის შედეგად საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ შექმნა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის განვრცობილი კონცეფცია. სრულყოფისა და დახვეწის მიზნით პროექტი წარედგინათ სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
საქართველოს მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი ახორციელებენ ორწლიან პროექტს - ”სასჯელაღსრულების და პრობაციის სისტემის რეფორმირება არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის საქართველოში“.
გაზაფხული, სხვა სეზონებისგან განსხვავებით, ყოველთვის ხასიათდება ისეთი სტიქიური მოვლენების მატებით, როგორებიცაა მდინარეების ადიდება, წყალდიდობა, მეწყერი. ამ მხრივ, გამონაკლისი არც წლევანდელი გაზაფხულია, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით სოფლად, არაერთი პრობლემა და თავსატეხი გაუჩინა.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგებზე ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების შესრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, საქართველოში ხუთდღიანი ვიზიტით ევროპელი მონიტორები იმყოფებიან.
ჩამოტვირთე მეტი