ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პარტიამ თავის მშობლიურ მხარეში, ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე მეკლენბურგ-წინა პომერანიაში, მარცხი განიცადა ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში.
მირიან გომელი - ასეა ის ცნობილი ხელოვნების სამყაროში - ბერლინში ცხოვრობს. მისი ნამუშევრები ევროპის ბევრ კულტურის ცენტრში გამოფენილა.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, ჩემი აზრით, მოლაპარაკება აშშ-თან დე ფაქტო ჩაიშალა, თუმცა ამას არავინ აღიარებსო.
გასულ კვირაში დასრულდა ოლიმპიური თამაშები. პრესა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის განსხვავებულ მხარეებზე წერდა. პორტუგალიის „პუბლიკო“ აღნიშნავდა, რომ ამ თამაშებით, საბოლოო ჯამში, მხოლოდ უძრავი ქონებით სპეკულანტებმა და სამშენებლო ფირმებმა ნახეს მოგება.
საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპიროს რამდენიმე თემმა - მათ შორის, დიდმა ქალაქებმა, კანმა და ნიცამ - აკრძალა ქალთა სამოსით, ეგრეთ წოდებული ბურკინით, წყალში შესვლა.
გრძელდება რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები.
ალიკო მურჯიკნელი ოქტომბერში სახელმწიფო გამოცდებს ჩააბარებს მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს უნივერსიტეტში. თბილისში მოპოვებული აქვს ექიმის დიპლომი, მაგრამ სწავლა გააგრძელა გერმანიაში და მომავალში კარდიოლოგობას აპირებს.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა სერგეი ივანოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან დაითხოვა. პუტინის უახლოესი მოკავშირის „დაქვეითება“, ბევრად უფრო უმნიშვნელო პოსტზე გადაყვანა შეკითხვებს აჩენს.
მხატვარი თეოდორა კოხოძე ლაიფციგში ცხოვრობს და იქ დარჩება კიდევ სულ ცოტა ხანს, რადგან თბილისის აკადემიის კურსდამთავრებული ხელოვანი ახლახან ჩაირიცხა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში.
კითხვის დასმა უნდა შეგეძლოსო, - გეტყვით "უხილავი ფარდის" მონაწილე, დათო ნადირაძე. ის აშშ-ში, იუტის შტატში, სამხრეთ იუტის უნივერსიტეტში, ხელოვნების ადმინისტრირების უმაღლეს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს.
თარიღი, რომელსაც უკრაინაში აღნიშნავენ, საიუბილეო არ არის, მაგრამ შესაძლებლობას იძლევა კიდევ ერთხელ აშკარად დავინახოთ, რომ უკრაინა გახლეჩილია.
მისი ქანდაკებები თითქმის ყველა კონტინენტზე გამოფენილა. მარინა ხუციშვილის ფერადოვან მუსიკოს ქალებს იხილავთ, პირველ რიგში, ევროპაში, საფრანგეთში, სხვათა შორის, მონტე-კარლოში, სადაც მონაკოს პრინცი ალბერ მეორე პირადად იყო ერთ-ერთი ნამუშევრის გახსნაზე, ასევე - ნიცაში.
"უხილავი ფარდის" დღევანდელი სტუმარი ინგლისში, ლიდსის უნივერსიტეტში, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენებისა და კულტურების დეპარტამენტში, სადოქტორო თემაზე მუშაობს.
მიშა ფიცხელაური 2001 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. პირველი გამოფენები ბამბერგში ჰქონდა, ფრანკონიის კათოლიკური სულით გაჟღენთილ, შებოლილი ლუდის ქალაქში. ხატვა თბილისში, სამხატვრო აკადემიაში, ისწავლა. იქვე მუშაობდა სამკურნალო პედაგოგიკის სფეროში. ახლა ბერლინშია, თავისუფალ მხატვრად.
ბიზნესის სფეროში განათლება აყალიბებს კულტურულ ადამიანს, გვითხრა ანა გვალიამ, აშშ-ის, ბოსტონის, ნორთისტერნის უნივერსიტეტის სტუდენტმა მეწარმეობისა და ფინანსების დარგში.
ბრიუსელში კრიზისია. ბოლო პერიოდში ხან საბერძნეთი იყო პრობლემა, ხან უკრაინა, მერე, რაც მთავარია, მიგრანტები და ახლა − ბრიტანეთი. მოლაპარაკება, არც ოფიციალური და არც არაოფიციალური, არ დაწყებულა, მაგრამ მათი მომზადებაა საჭირო, მათში უნდა ჩართონ იურისტები.
ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს ვასილ ბერელა (ბერელაშვილი), მხატვარი, რომელმაც, თავს როცა გვაცნობდა, მოგვწერა, ჩემი შემოქმედება ორად იყოფა, ძველ ნამუშევრებად და ახლებად, რომელთაც ერთმანეთთან ბევრი არაფერი აქვთ საერთოო.
ყველა აზრს, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თემას ახლდა, ერთი რამ ასაზრდოებდა: სურვილი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ლამაზ, მდიდარსა და მოვლილ ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურონ.
საქართველოში ბევრი ელოდა, რომ ივნისიდან უვიზოდ შეძლებდა ევროკავშირში მოგზაურობას. მაგრამ გერმანია და რამდენიმე სხვა ქვეყანა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების გადადებას ემხრობა. ამ რეპორტაჟით შეიტყობთ, რატომ (ავტორი - ოქროპირ რუხაძე, პროდიუსერი - ნანა პლიევა, ოპერატორი - რომან კუპკა).
მუზეუმმცოდნეობას სწავლობს მაგისტრატურაში "უხილავი ფარდის" დღევანდელი სტუმარი სალომე ფაჩუაშვილი, ამავე დროს, მსოფლიოში იშვიათი მუზეუმის - აბრეშუმის მუზეუმის - თანამშრომელი თბილისში.
ჩამოტვირთე მეტი