ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
კაკო ქინქლაძემ, ბარიში მცხოვრებმა ქართველმა მითხრა, ყოველდღე იმას ვფიქრობ, როდის წავალ საქართველოშიო.
ჯაბა გეგეშიძე პრაღის სახალხო თეატრის მომღერალია, ტენორი. ექვსი წლის წინ, როცა მასზე პრაღაში მოკლე ფილმი გადავიღეთ, კმაყოფილებით გვიამბობდა, როგორ მოხიბლა თეატრის მიმღები კომისია და როგორ შესთავაზეს პირველსავე სეზონში ჩეხურ ენაზე ემღერა, - „ყველაფერი გააკეთეს, რომ სცენაზე დავმდგარიყავი...
ლელა კუკავა უკვე 21 წელიწადია ოჯახთან - ორ შვილთან, ანასა და ნიკასთან ერთად პრაღაში ცხოვრობს.
ჰელენა გეორგე (ელენე ხურციძე-ვენკი) ქართველი მსახიობია მიუნხენში, თეატრის მსახიობი.
საბერძნეთში - ათენში შევხვდით და მოკლე ფილმი გადავიღეთ გურამ ჩაჩანიძეზე თითქმის ექვსი წლის წინ. ახლა, ბოლო გამოფენა ქალთა უფლებებს ეხებოდა: „ადამის ნეკნი, ტიპოგრაფიული შეცდომა“. მისი პიესა მწვავე თემაზეა, ქალებს ეხება და განსაკუთრებით კი, საბრძნეთში საქართველოდან სამუშაოდ წასულ ქალებს.
საბერძნეთის ბევრ თეატრში არაერთი როლი უთამაშია დავით მალტეზეს (მაღალთაძე). თეატრის მსახიობი, მუსიკოს-შემსრულებელი, მუსიკის ავტორი, მომღერალი, საბერძნეთში ეპიდავროსის თეატრის სცენაზე დგას, ამჟამად მუშაობს ესქილეს, ბევრი მკვლევრის მიერ მთავარ ნაწარმოებად მიჩნეულ, „ორესტეაზე“.
პოდკასტი „შინ უცხოეთში“ ბერლინში გამართულ თეატრალურ წარმოდგენაზე გიამბობთ. ქართულ-გერმანული „პენთესილეა. რეკვიემი“ ნინო ხარატიშვილმა თავისივე დრამის მიხედვით დადგა. პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე ბერლინში პრემიერას დაესწრო.
ლტოლვილებისთვის ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს, უნდა გქონდეს ემპათიის უნარი, ყველა ადამიანის უკან ცალკე ისტორიაა - ზურაბ ბაკურაძე ჰანოვერში ლტოლვილთა ბანაკს მართავს, სოციალური მუშაკია, უყვარს ეს საქმე, მით უმეტეს, როცა შედეგს ვხედავო, - ამბობს.
ავსტრიაში, ვენაში - კლასიკური მუსიკის ქალაქში - ცხოვრობს 18 წელიწადია თეონა მოსია, ჯაზის მომღერალი, ვოკალის პედაგოგი. ვენაში რომ ჩამოვედი პანკი ვიყავი, ასევე მეცვა, და ჩემში პანკი დღესაც ცხოვრობსო, მიამბობს თეონა ახლა, ექვსი წლის შემდეგ მას მერე, რაც 2017 წელს თეონაზე მოკლე ფილმი გადავიღეთ.
„შინ - უცხოეთში“ - მის სახლსა და ქალაქში, ლუქსემბურგში, რომელიც მას თბილისს აგონებს - მხატვარ ირინა გაბიანსა და მის ოჯახს ვეწვიეთ მე და ოპერატორი, ილია სამურგანიდი, და მასზე მცირე ფილმი გადავიღეთ 2018 წლის ნოემბერში.
ექიმობა, გელა ზასოხაშვილი ფართო პროფილის ქირურგი და ორთოპედია, მისი პროფესიაა. ვაზის მოვლა, გერმანიაში ქართული ჯიშების გახარება და ღვინის დაწურვა-დაყენება გერმანიაში გაღვიძებულმა მიწის სიყვარულმა ასწავლა.
პავლე (პაპუნა) ჯაფარიძე წყალბურთელია. ახლა სამოყვარულო გუნდში თამაშობს ჰანოვერში და იქვე განაგებს ქართულ რესტორან „ნიკალას“. პავლე მოგიყვებათ, როგორ შეძლო „ურჩხულის“ დამარცხება, რომელიც საბჭოთა ნოსტალგიის „ზონაში“ ბოგინობდა, მისი „დეოკუპაცია“ და სულ სხვა რამის - „ნიკალასთვის“ საფუძვლის ჩაყრა.
ღამე, სიზმარშიც ვხედავ ხოლმე ახალ ფორმებს, ახალი ქმნილების მოდელს, ვიღვიძებ და ესკიზს ვაკეთებო. ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მე მინდა, რაც ჩემს სულს გაუხარდებაო, ამბობს მაია სააკაძე ახლა.
ირანის ისლამური რესპუბლიკა მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება სასჯელის უმაღლესი ზომის - სასიკვდილო განაჩენების გამოტანის და შემდეგ სისრულეში მოყვანის შემთხვევების რაოდენობით.
არ არის იმის „კონკრეტული მტკიცებულება“, რომ ირანი დგას „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის უკან, ასე მიაჩნია აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს.
ირანში წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით გამართულ საპროტესტო აქციებს ზოგმა „რევოლუციაც“ უწოდა, მაგრამ დღემდე ცვლილებები, რაც რევოლუციებს მოჰყვება ხოლმე, არ ჩანს, თუ არ ჩათვლით საზოგადოების სითამამეს, ირანელების სიმამაცეს, აღარ შეეპუონ ხელისუფლებას.
მობილური ტელეფონი არ უნდა მოგვეხმარა, მხოლოდ უნდა გვეცქირა, როგორ იღებდნენ თბილისში, სპორტის სასახლეში, ირანელი და ისრაელელი რეჟისორები, ისტორიაში პირველ ერთობლივ ფილმს „ტატამი“.
პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე გიამბობთ მკვლევარზე, პროფესორ ეკა ბერიშვილზე, რომელიც შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში, ქსოვილოვანი ინჟინერიის და ორგანოთა რეგენერაციის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს.
თურქეთში 14 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებია და გაირკვევა, შეძლებს თუ არა ხელისუფლებაში დარჩენას რეჯეპ ტაიპ ერდოანი - რომელიც 20 წელზე მეტია, და აქედან ცხრა წელი - როგორც პრეზიდენტი, მართავს ქვეყანას. მმართველი ძალის პოპულარობა წლევანდელმა მიწისძვრამ და ინფლაციამ შეარყია.
ჩამოტვირთე მეტი