ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
სოხუმელი ჟურნალისტის, ახრა სმირის, ბლოგს, რომელსაც ის რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის რუსულენოვანი პროექტის „ეხო კავკაზასთვის“ წერს, პრეზიდენტი ბაღაფშიც კი გამოეხმაურა...
30 წელი შესრულდა იმ დღიდან, როცა ფანატიკოსი თაყვანისმცემლის ტყვიებს ემსხვერპლა მე-20 საუკუნის პოპკულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, ანსამბლ "ბიტლზის" დამფუძნებელი, პოეტი და მუსიკოსი ჯონ ლენონი.
საინტერნეტო ჯგუფმა „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა მსოფლიოში აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე, სტრატეგიულად შეფასებული ობიექტების სია. „ვიკილიკსის“ მიმართ კრიტიკაც გაძლიერდა.
მსოფლიოს ექვსი სახელმწიფოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ დღეს ჟენევაში, სადაც თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო პირველი პირდაპირი მოლაპარაკება იმართება. ამ შეხვედრისგან დიდ გარღვევას არავინ მოელოდა. ირანმა გამოაცხადა, ურანის გამდიდრების პროგრამა ამ შეხვედრის თემა არ იქნებაო.
ჯულიან ასანჯი ძებნილია. პოლიტიკურ აქტივისტს, ჟურნალისტს, კომპიუტერის სპეციალისტს, ჰაკერს სხვადასხვა ქვეყანაში ეძებენ. ასანჯს ეძებენ, ერთი მხრივ, იმის გამო, რომ საიდუმლო სახელმწიფო-სამხედრო, დიპლომატიურ მასალებს აქვეყნებს თავისი საინტერნეტო ვებსაიტის - „ვიკილიკსის“ - გზით, და, მეორე, იმიტომ, რომ შვედეთის ხელისუფლებამ საქმე აღძრა მის წინააღმდეგ სულ სხვა ბრალდებით.
რუსეთში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებამ რუსეთის მთავრობა გაახარა, ბრიტანეთისას და სხვებსაც გული დასწყვიტა. ალბათ, არამხოლოდ იმით აიხსნება ბრიტანეთის პრესაში გამოქვეყნებული მოსაზრებების რადიკალურობა, რომ თვითონ ეს სახელმწიფოც იყო კანდიდატთა სიაში.
რუსეთის ტელევიზიისა და მედიის მომხმარებლის მიმართ კრიტიკულმა სიტყვამ, რომელიც ჟურნალისტმა ლეონიდ პარფიონოვმა ვლადისლავ ლისტევის სახელობის პრემიის მიღებისას წარმოთქვა, ზოგი გაახარა, ზოგს შოკი მოჰგვარა. რა თქვა რუსეთის მედიის გამოცდილმა წარმომადგენელმა? რამ მოჰგვარა შოკი ხალხს?
ბოლო არა აქვს საინტერნეტო ვებგვერდ „ვიკილიკსის“ დოკუმენტებს, რომლებშიც საიდუმლო დიპლომატიური არხებით მოძრავი წერილები ქვეყნდება. ბოლო პარტია ასეთი მასალებისა იუწყება, რომ რუსეთი, სხვა ქმედებათა შორის, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს იარაღით ამარაგებდა.
გასულ ორ წელიწადზე ნაკლებში მოლდავეთის მოქალაქეებს სამჯერ მოუწიათ საკანონმდებლო ორგანოს არჩევა.გასულ კვირას ჩატარებული ბოლო, ვადამდელი, არჩევნები, რომელიც საჭირო გახდა პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვინაობის გამოსავლენად, ბევრს აძლევს იმედს, რომ დასრულდება კრიზისი ამ ევროპის უღარიბეს ქვეყანაში.
"მეათე სტუდიის" დღევანდელ გამოშვებაში თავიდან აწყურის ციხე-სიმაგრის მძიმე მდგომარეობაზე ვისაუბრებთ. მოისმენთ სიუჟეტს ფრანგი მწერლის, ჟან ჟენეს რომანის, "ყვავილების ღვთისმშობლის" ქართული თარგმანის გარშემო. რეპორტაჟი მიეძღვნება "ინფორმაციის მსოფლიო დღეს.
უკიდურესად დაიძაბა ვითარება ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე, ყვითელ ზღვაში... რა შეიძლება იდგეს მათ შორის ომის შემდეგ ყველაზე სერიოზული ინციდენტის უკან? რატომ ვერ ხერხდება ერთი ტომის ორი ხალხის დაახლოება? რა ისტორიული ფონი აქვს ფხენიანისა და სეულის მტრობას?
22 ნოემბერს რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ბიუროს ესტუმრა ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ივო დაალდერი, რომელმაც ისაუბრა ნატოს გეგმებზე ავღანეთში და რუსეთთან თანამშრომლობის საკითხებზე; არაერთი საყურადღებო რამ ითქვა საქართველოზეც.
ევროკავშირმა და საერთაშორისო საავალუტო ფონდმა თანხმობა მისცეს ირლანდიას დააკმაყოფილონ მისი თხოვნა და გამოუყონ კრედიტი საბანკო და საბიუჯეტო კრიზისიდან თავის დასაღწევად. მოელიან, რომ კრედიტი - მისი მოცულობა 80-90 მილიარდი ევროა - სტაბილიზაციას მოუტანს ირლანდიას.
რომის პაპმა ბენედიქტე მე-16-მ ქება დაიმსახურა იმ განცხადების გამო, რომ კათოლიკური ეკლესია პრეზერვატივის გამოყენებას მკაცრად აღარ უდგება. ეს ვატიკანის ერთ-ერთი ყველაზე სადავო თვალსაზრისის ცვლილებაზე მეტყველებს.
ამ კვირაში საქართველოზე უცხოეთის პრესა ბევრს არ წერდა, თუმცა სტატიები, სადაც პარასკევს დაწყებულ ნატოს ორდღიან სამიტზეა ლაპარაკი, რეგიონალურ კონტექსტში და იმასთან დაკავშირებითაც, რომ საქართველოს ალიანსისგან ოდესმე გაწევრიანების შესახებ დაპირება აქვს მიღებული, ამ და სხვა მიზეზების გამო საინტერესოა.
ორმა საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციამ დაგმო აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაიზიაროს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დასკვნა და საპატიმროში დატოვოს ჟურნალისტი ეინულა ფათულაევი.
თავის მემუარებში, 9 ნოემბერს გამოქვეყნებულ „საკვანძო გადაწყვეტილებებში“, ჯორჯ ბუში უმცროსი ცდილობს, ბოლო მოუღოს ჭორებს და მასზე გავრცელებულ ხმებს. ბუში, როგორც ადამიანი, მსოფლიომ მიივიწყა, რადგან მან თვითონ გაარიდა თავი საზოგადოებას. ამ წიგნის გამოცემით ის კვლავ ყურადღების ცენტრშია.
რვა ნოემბერს გადაწყდა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ორი ქვეყნის, ალბანეთისა და ბოსნიის მოქალაქეები, შენგენის ხელშეკრულების წევრ ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ დეკემბრის თვიდან.
3-4 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა სახელწოდებით „მადი ტრეველ მარკეტი“. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე ფირმას შორის იყვნენ საქართველოს კომპანიებიც.
რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს ტერიტორიაზე, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაიკავა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რომელიც იაპონიას თავის მიწად მიაჩნია, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობაში დაძაბულობა მოჰყვა. ტოკიომ დროებით გაიწვია ელჩი მოსკოვიდან.
ჩამოტვირთე მეტი