ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება საკუთრივ სერბიის ყოფილ ოლქში გამარჯვებად მიიჩნიეს, სერბიაში კი ბევრმა კატასტროფად და საშინელებად შეაფასა.
„რაც გენებოთ, უწოდეთ - დისკრიმინაცია თუ შოვინიზმიც კი: მილიონობით ირანელ აზერბაიჯანელს არა აქვს საშუალება დედაენაზე ისწავლოს, მაგრამ მათ უმრავლესობას ეს უთანასწორობა არ ანაღვლებს“, - ასე იწყებს თავის სტატიას რადიო თავისუფლების მაუწყებლობის ასოცირებული დირექტორი აბას ჯავადი.
თავისი მოგზაურობა უკრაინაში რუსეთის პატრიარქმა კირილმა ოდესით დაიწყო. ქალაქში, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ენამოსწრებულთა და სხვაგვარადმოაზროვნეთა ქალაქის სახელი ჰქონდა, მას უკვე აეროპორტში დახვდნენ უკრაინის „პროგრესული სოციალისტური პარტიის“ წევრები.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქალაქეების ნაწილს აქვს ადგილობრივი პასპორტი, რომელიც მათ რუსეთში ჩასვლის საშუალებას უნდა აძლევდეს, მაგრამ ამას ვერ ახრხებენ, რადგან დოკუმენტის დაცვის ხარისხი დაბალი აღმოჩნდა.
„ქება კლინტონს კრაკოვსა და თბილისში ვიზიტის“ გამო - ასე დაასათაურა „ფორინ პოლისიში“ გამოქვეყნებული თავისი წერილი დევიდ კრემერმა, რომელიც დასაწყისშივე აცხადებს: საკმარისად, მაგრამ, იმედია, კონსტრუქციულად გავაკრიტიკე ბოლო 18 თვის მანძილზე ობამას ადმინისტრაცია, თუმცა დადებით პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებს ვემხრობოდით, თუკი ასეთი იყოო.
საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, როგორც მისი ქვეყნის პრესა წერს, „ჯოჯოხეთური ზაფხული“ უდგას იმის გამო, რომ ბრალად სდებენ 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დროს უკანონო შეწირულობის მიღებას.
ჰომეოპათია ბერძნული სიტყვაა და „მსგავს ტკივილს, მსგავს სენს“ ნიშნავს. ადამიანის მკურნალობის ეს გზა გერმანელმა ექიმმა ზამუელ ჰანემანმა მე-18 საუკუნის ბოლოს შეიმუშავა და ისვე ითვლება ჰომეოპათიის დამფუძნებლად.
ხუთშაბათს ერთი წელიწადი შესრულდა ნატალია ესტემიროვას, მკვლელობიდან. ესტემიროვა შარშან გროზნოში, თავის სახლთან, გაიტაცეს. იმავე დღეს ის რამდენიმე ახლოდან ნასროლი ტყვიით მოკლული ნახეს.
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას, რომელიც ამ ქვეყნის საომარ მოქმედებებს განაგებს ავღანეთსა და ერაყში, ეყოლება ახალი მეთაური, რომელიც შეცვლის გენერალ დევიდ პეტრეუსს. ჯეიმს მატისი ეგრეთ წოდებული ოთხვარსკვლავიანი გენერალია.
აშშ-ის სენატის წარმომამდგენლის ჯონ მაკკეინის შეფასებით, ავღანეთში ომის მოგების საკვანძო პუნქტი ყანდაარია, სამხრეთ ავღანეთის მთავარი ქალაქი. მაკკეინი ამ ქალაქში სტუმრობისას კრიტიკითაც გამოვიდა პრეზიდენტ ობამას გეგმის მიმართ, გაისად ივლისში იქიდან ჯარების გამოყვანის შესახებ.
ჰილარი კლინტონის გუშინ საქართველოთი დასრულებულ მოგზაურობამდე მისმა მოადგილემ ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ კლინტონის ტურნე არ უნდა განვიხილოთ „კვლავ დადასტურების“ ვიზიტად, რომლის დროსაც ის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებს დაამშვიდებს...
„ჯეინს დეფენს უიკლი“ იარაღის შესყიდვის სფეროში საქართველოს შეზღუდვაზე წერს. საქართველოს წარმომადგენლები, გამოცემის თანახმად, პარიზში, სამხედრო აღჭურვილობის გამოფენა „იუროსატორიზე“ ყოფნისას, თავის იმედგაცრუებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ არ მიეცათ თავდაცვითი იარაღის შესყიდვის საშუალება.
თურქეთის მთავრობა თურქი მომხმარებლებისთვის მიუღწეველს ხდიდა არაერთ საინტერნეტო ვებგვერდს. ყველაზე ცნობილი გვერდი, რომელსაც ამ ქვეყანაში გასაქანს არ აძლევენ, „იუთიუბია“ და ახლა მთავრობა „გუგლს“ უწესებს აკრძალვას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჯერ უკრაინაში, პოლონეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩავა, ორშაბათს კი, მოგზაურობის ბოლო დღეს, უკვე საქართველოს ეწვევა.
პირველი ივლისიდან ევროპის კავშირის თავმჯდომარეობას ესპანეთისგან ბელგია ჩაიბარებს. საკუთრივ ამ სახელმწიფოში განხეთქილებაა ორ სხვადასხვაენოვან ჯგუფს შორის, რასაც პოლიტიკური კრიზისის სახე აქვს. ბელგია მორიგე თავმჯდომარეობის პერიოდში აპირებს აქცენტი ეკონომიკაზე გააკეთოს.
მეათე სტუდიაში, დღეს 18 წლის ავტორის, ნინო ტეფნაძის მოთხრობას გაეცნობით. ბაზრის მოთხოვნასა და პროფესიული განათლების კავშირზეც ვილაპარაკებთ, წამების წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საქართველოში ამ მხრივ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე გიამბობთ.
კომუნისტური მმართველობის გაუქმებას მოჰყვა ამ სისტემის თანმხლები არაერთი მოვლენის თუ ფენომენის პრაქტიკიდან გაქრობა. მათ შორისაა ეგრეთ წოდებული „სტახანოვური მოძრაობა“, სოციალისტური შრომითი შეჯიბრის ფორმა, როცა რეკორდები მყარდებოდა.
მინსკის მიერ საფასურის - 178 მილიონი დოლარის - გადახდის შემდეგ მოსკოვმა ბელორუსიას გაზის მიწოდება განუახლა. „გაზპრომმა“, თავის მხრივ გამოაცხადა, რომ ევროპის მიმართულებით ბელორუსიის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებისთვის სატრანზიტო გადასახადი დაფარა.
პოლონეთში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო გახდა მეორე ტურის დანიშვნა. ხმების უმრავლესობა, 41 პროცენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბრონისლავ კომოროვსკიმ მოიპოვა.
ჰამბურგს ამ დღეებში მისი ისტორია დაუბრუნდა. იქ სომალის ნაპირებთან დაკავებული მეკობრეები ჩაიყვანეს, რომლებიც იქვე უნდა გაასამართლონ გერმანული გემის ძალით დაკავების, გამოძალვის მიზნით ადამიანების გატაცების ბრალდებით.
ჩამოტვირთე მეტი