ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა თხოვნით, გადაურიცხოს მილიარდობით დოლარი, რათა ქვეყანა გაკოტრებას გადაურჩეს. ბევრს იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანა თვითონ დაუძვრებოდა კრიზისს, მაგრამ
თურქეთის და სომხეთის დაახლოების იმედი, ამ ეტაპზე მაინც, გაქარწყლდა მას მერე, რაც ერევანში მმართველმა კოალიციამ არ ისურვა რატიფიცირება გაუკეთოს ორ, ტრადიციულად არამეგობრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის შეთანხმებას.
სახელმწიფო ჰიმნი თავის როლს თამაშობს ყველა საზოგადოებაში. ზოგან ის მეტად მოსწონთ და უყვართ და პოპულარულია, ზოგან - ნაკლებად. ზოგიერთ ქვეყანაში ძველი ჰიმნი აქვთ, როგორც მაგალითად, საფრანგეთში, ან გერმანიაში, უფრო ახალ ქვეყნებში კი ახლა ქმნიან, ცვლიან და სწავლობენ ახალ სახელმწიფო ჰიმნებს.
ჰერმან ვან რუმპემ, ევროპის კავშირის პრეზიდენტმა, ხუთშაბათს პოლიტიკა დროებით დაივიწყა და ბრიუსელში ლიტერატურულ შეხვედრაზე მიიწვია საზოგადოება მათთვის თავისი წიგნის, ლექსების კრებულის, წარსადგენად. რუმპე იაპონური ლექსის ფორმას, ჰაიკუს, იყენებს. ფონ რუმპემ დამსწრეთ თავისი შემოქმედება თვითონ გააცნო.
მიმდინარე კვირის დასავლეთის პრესის მიმოხილვას ორ ნაწილად დავყოფთ. თავდაპირველად გაგაცნობთ რამდენიმე წერილს, რომლებიც საქართველოს ეხებოდა, შემდეგ კი მოკლედ მიმოვიხილავთ როგორ გამოეხმაურა დასავლეთის პრესა რუსეთთან მომხდარ ავიაკატასტროფაში პოლონეთის პრეზიდენტის და სხვა ოფიციალური პირების დაღუპვას.
რადიოჟურნალ „მეათე სტუდიის“ გამოშვებაში დღეს ისტორიული სამართლიანობის დამდგენ კომისიაზე, ასევე რუსეთში სიძულვილის ნიადაგზე ჩაადენილი მკვლელობების გარშემო ვისაუბრებთ. მოისმენთ აგრეთვე „ერთ კონკრეტული ავატარის“- ინტერნეტ-ფორუმებზე მომხმარებლების ვიზუალური გამოსახულების თავგადასავალს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ბირთვული იარაღის შესახებ ახალი ხელშეკრულება გამოყენებულ უნდა იქნეს, როგორც პრეცედენტი ორმხრივი ურთიერთობის სხვა სფერობეში.
გერმანიის ყოფილ კანცლერს, ჰელმუტ კოლს, ახლახან 80 წელი შეუსრულდა. კოლმა, რომელსაც გერმანიის „გაერთიანების კანცლერსაც“ უწოდებენ, თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე მეტი წარმატება იზეიმა, ვიდრე მარცხი განიცადა. შემთხვევითი არ იყო, რომ მან ამდენ ხანს გაძლო პოსტზე.
ამერიკის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ბირთვული უსაფრთხოების სამიტი მაღალი ნოტით დაიწყო ორშაბათს, როცა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გამოაცხადა, რომ 2012 წლისთვის უკრაინა აღარ მოიხმარს მის ხელთ არსებულ მაღალგამდიდრებულ ურანს.
47 სახელმწიფოს მეთაური ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბირთვული უსაფრთხოების ორდღიან სამიტს მასპინძლობს. სამიტზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ბარაკ ობამას პირადად არ შეხვდება.
გასული კვირის დასავლეთის პრესის მთავარი თემები ბარაკ ობამას ბირთვული დიპლომატიაა, ასევე, ყირგიზეთში პოლიტიკური არეულობა და, ამასთან ერთად, ვატიკანი. პოლიტიკურ თემებზე, ცხადია, ბევრი იწერებოდა ამ კვირაში უცხოეთის პრესაში. მთავარი თემა იყო აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, ახალი ბირთვული სტრატეგია
დღევანდელი „უხილავი ფარდა“ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოსა და ირანის რევოლუციური გვარდიის „ორმაგ ჯაშუშს“ ეხება. ყოფილ და მოქმედ ჯაშუშებს უჭირთ ხოლმე ბოლომდე იმის დამტკიცება, რომ მართლაც ორი თუ მეტი საიდუმლო სამსახურისთვის მუშაობდნენ.
კატინის ხოცვა-ჟლეტიდან, როცა საბჭოთა საიდუმლო სამსახურმა, "შინსახკომმა", სტალინისა და ბერიას ბრძანებით, ათასობით პოლონელი - მათ შორის, სამხედრო ოფიცერი - დახოცა, 70 წელი გავიდა. 7 აპრილს პოლონეთის და რუსეთის პრემიერ-მინისტრებმა ეს დღე ერთად აღნიშნეს.
თეთრმა სახლმა საჯაროდ განაცხადა, რომ განიხილავს ავღანეთის პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტის საკითხს, თუკი ჰამიდ კარზაი გააგრძელებს შემაშფოთებელ გამოსვლებს. კარზაიმ გასულ კვირებში არაერთხელ შეუტია დასავლეთს და ისიც კი თქვა, თუკი ჩემზე ზეწოლას გააგრძელებენ, შეიძლება თალიბანს შევუერდეო.
დღეს პირველი აპრილია... - ეს ფრაზა ყველას გაგიგონიათ, ანუ იცით, რომ ამ დღეს მოტყუება ადვილია და დაშვებულია. რა, ვითომ როცა დაშვებული არაა, არ ვიტყუებით? ვიტყუებით, თან ბევრს.
დღეს უცხოეთის პრესის მიმოხილვა მთლიანად საერთაშორისო საკითხებს მიეძღვნება. გაგაცნობთ დასავლეთის გაზეთებში გამოქვეყნებულ წერილებს, რომლებიც ეხებოდა ბარაკ ობამას რეფორმას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ასევე ევროპის ქვეყნების მცდელობას, დაეხმარონ ფინანსურად განსაცდელში მყოფ საბერძნეთს და სხვა თემებს.
გაეროს ველური ბუნებით ვაჭრობის უწყებამ, კატარში, დოჰაში გამართა საერთაშორისო შეხვედრა, რომელზეც გადაწყვიტეს დაიცვან ნაკლებად ცნობილი ირანული სალამანდრა, კუდიანი ამფიბიების რიგის ნაკლებად ცნობილი წარმომადგენელი. ამ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ არსებას საფრთხე შეექმნა.
აშშ-მა და რუსეთმა გადალახეს ყველა უთანხმოება იარაღის კონტროლის შესახებ ახალი ხელშეკრულების გარშემო. ამის თაობაზე ინფორმაცია ბოლო დღეებში გავრცელდა, თუმცა ჯერ საბოლოოდ არ არის დაზუსტებული „სტარტის“ შემცვლელი ამ დოკუმენტის გაფორმების ვადა. სავარაუდოდ, ეს შეიძლება მოხდეს 8 აპრილს პრაღაში.
ბუნების დამცველმა ორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „უორლდ უაილდლაიფ ფანდმა“ და „გრინპისმა“, მათივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ რუსეთის მთავრობა უარს ამბობს მათი რჩევები ყურად იღოს, მოსკოვთან საკონსულტაციო თანამშრომლობა შეწყვიტა.
ჩინეთში, ორშაბათის საღამოს შემდეგ, ის, ვინც Google.cn-ს მოიხმარდა, ამ მისამართიდან პირდაპირ, ავტომატურად მოხვდება ჰონკონგის პორტალზე, რომელიც არ იფილტრება. ჰონკონგი ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, რომელსაც უფრო ლიბერალური პოლიტიკა აქვს.
ჩამოტვირთე მეტი