ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
აია სოფიას ტაძრის, ახლა მუზეუმის სტატუსის მქონე მსოფლიო ხუროთმოძღვრების შედევრის, კვლავ მეჩეთად გადაკეთება, პოპულისტურ განცხადებად ჩაუთვალეს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს. თურქეთის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო მეჩეთად აია სოფიას გადაკეთების გადაწყვეტილება.
ნათია ნემსაძე, მხატვარი-დიზაინერი ჯერ ქალაქის ქუჩებში, შემდეგ სამუშაო მაგიდასთან მჯდომი, თურქეთში ცხოვრებაზე, აღმოსავლურ და დასავლურ მოდას შორის განსხვავებაზე და იმაზე გიამბობთ, რისთვის ემადლიერება თურქ მეგობრებს.
პოეტმა ირაკლი კაკაბაძემ სტამბოლში დააარსა „გალაკტიონი“ - ბიბლიოთეკა, მუზეუმი და რესტორანი, სადაც ხინკალსაც ამზადებენ და ჭაჭას მიირთმევენ. „შინ-უცხოეთში“ პოეტზე ვირუსიანობამდე გადაიღეს ოქროპირ რუხაძემ და ილია სამურგანიდიმ.
წელს პანდემიამ ხელი შეუშალა სტამბოლის ქართულ-კათოლიკურ ეკლესიაში სააღდგომო ლოცვას.
გიორგი მიქელაძე აშშ-ში, სან ფრანცისკოში, „კაიზერ პერმანენტეს“ სახელით ცნობილ ჯანდაცვის ორგანიზაციაში ქრონიკული ტკივილის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
„სადღაც დავაგვიანეთ ალბათ, მეცნიერებაც და საზოგადოებაც მოუმზადებელი იყო“, ეუბნება რადიო თავისუფლებას კოპენჰაგენის უნივერსიტეტის წამლის დიზაინის და ფარმაკოლოგიის ინსტიტუტის სრული პროფესორი, გიორგი გეგელაშვილი.
ჩრდილოეთ ამერიკის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ რადიო თავისუფლებას ინტერვიუში განუცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, მსახურებები მრევლის გარეშე ჩატარდეს მთელი აპრილის განმავლობაში.
ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, პრიორიტეტია ადამიანის სიცოცხლე, უთხრა რადიო თავისუფლებას ხათუნა გურგენაშვილმა, ექიმმა ნევროლოგმა - აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, უელსპენის სამედიცინო ცენტრის ნეიროჰოსპიტალისტმა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებისთვის უმნიშვნელოვანესია სოციალური დისტანცირება, უთხრა რადიო თავისუფლებას აშშ-ის ბერკლის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, თამარ ჭელიძემ.
გერმანიის ქალაქ ამბერგის წმინდა მარიამის სახელობის კლინიკის ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ირაკლი შოშიაშვილი სხვა ექიმების მსგავსად გერმანიაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
დიუსელდორფის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ნატალია ქვარცხავა უფროსი ექიმია, მოხვდნენ გერმანიის ტერიტორიაზე აღრიცხული პირველი პაციენტები, რომლებიც კორონავიურუსი იყვნენ დაავადებული.
არ უნდა მოხდეს ბევრი პაციენტის სწრაფად ინფიცირება... პირიქით, დაავადების გავრცელება, შეძლებისდაგვარად, უნდა გახანგრძლივდეს, რათა საავადმყოფოებში არ მოგვიხდეს ბევრი პაციენტის ერთდროულად მკურნალობა, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პროფესორი რაინჰოლდ ლანგი.
როცა ირანელები 21 თებერვალს საარჩევნო უბნებში მივლენ, რათა საკანონმდებლო ორგანოს ახალ წევრებს კენჭი უყარონ, მათ ხმის მიცემა მოუწევთ თითქმის მხოლოდ კონსერვატორი კანდიდატებისთვის. შვიდი ათასზე მეტი რეგისტრირებული რეფორმისტი კანდიდატი გუშაგთა საბჭოს მიერ იქნა დისკვალიფიცირებული.
37 წელი იმუშავა ოგიუსტ როდენმა თავის "ჯოჯოხეთის კარიბჭეზე", ქანდაკებათა ჯგუფზე, რომელიც პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმის შესასვლელად იყო ჩაფიქრებული. ერთი ასლი როდენის უმთავრესი ნამუშევრისა ციურიხში დგას, ერთ პატარა მოედანზე.
„პერსონა ნონ გრატად“ - „არასასურველ პირად“ - დიპლომატის გამოცხადება და ქვეყნიდან გაძევება იშვიათი არაა სახელმწიფოთა ურთიერთობებში. წელს არაერთ დიპლომატს მოუხდა, და მათ შორის ბევრი იყო რუსეთის წარმომადგენელი, მასპინძელ ქვეყანაში თავის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო შინ დაბრუნება.
ჩამოტვირთე მეტი