ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
სამხრეთ იტალიის ერთი ქალაქის ერთ ქუჩაზე, პატარა დარბაზში, განდაგანას და სიმდის, სამაიას და ამ ცეკვებთან ერთად ქართულსაც ასწავლიან, საქართველოდან წასული ოჯახებისა თუ იქ მომუშავე მარტოხელა დედების შვილებს ერთმანეთს ახვედრებენ ლელა შოვნაძე და კაკო ქინქლაძე. ლელა მასწავლებელი სტაჟიანი "იტალიელია".
სან ჟან კაპ ფერა სოფელია-მეთქი, ვამბობ, მაგრამ რა სოფელზე ვლაპარაკობ, აქ ერთი სახლი 15 მილიონი ევრო ღირს, მეორე შეგიძლიათ 11-ად შეიძინოთ და, საერთოდ, უძვირფასესი, ერთ დროს მილიარდად შეფასებული დასასვენებელი სახლი დგას აქ.
საფრანგეთში, მოდისა და მაღალი მოდის უცნობილესი სახლების ქვეყანაში ტანსაცმლის დიზაინერობას, სულ მცირე, სიმამაცე სჭირდება და ეს აქვს ხატია ზურაბაულს. პარიზში მოდის უმაღლესი სკოლის, ეკამოდის-ის, დამთავრების შემდეგ ის დამოუკიდებელი დიზაინერი გახდა.
13 წლისა ნიცაში ჩაიყვანეს. იქ დაასრულა კინოს აკადემია ყალიონის გამღვივებლად მონაკოში მუშაობისას მოპოვებული თანხით და ახლა შედეგიც მიიღო: აკაკი ფოფხაძის ფილმმა ლოს ანჯელესის კინოფესტივალის პრიზი მოიპოვა და კვლავ ბევრის გადაღება სურს.
თეირანის პოლიციის უფროსს, ჰოსეინ რაჰიმის სურს, აიკრძალოს ძაღლების გასეირნება ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში.
ნიცაში, რესტორან "შანტეკლერის" წინ, ამაყად დგას მარინა ხუციშვილის "მომღერალი". და თვით ცნობილ ნეგრესკოში, გამორჩეულ სასტუმროში "ინგლისელების პრომენადზე", ასევე შეხვდებით საქართველოში 90-იან წლებამდელი პოეტის, ახლა ლაჟვარდოვან სანაპიროზე დაფუძნებული ხელოვანის ნამუშევრებს - "ვიოლინოს" თუ "მოცეკვავეს".
კოტ დ'აზური თავისი გარეგნული ხიბლით დაგხვდებათ, მოგნუსხავთ და როცა გონს მოხვალთ, ქართველებთან ბაასიღა გაგახსენდებათ. ნიცაში არაერთი ქართველია, დაკავებული სხვადასხვა საქმით. ამ ქალაქის რაგბის გუნდი აღმავლობას განიცდის და ამაში ქართველებს თავიანთი წვლილი აქვთ შეტანილი.
კოსოვო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ათი წლის შემდეგ.
უფლისწული ზღვაში დაღუპვას გადაარჩინა, მისი სიყვარულისათვის საკუთარ არსებაზე უარი თქვა, მან კი სხვა ქალზე იქორწინა. ამ დრამის მსხვერპლს ძეგლი კოპენჰაგენში, ნავსადგურში, დაუდგეს.
5,6 მილიარდი დოლარი სურს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ბიუჯეტიდან დამატებით, მექსიკასთან სასაზღვრო კედლის დასაფინანსებლად.
საბავშვო ბაღის კედლები მოხატა, დანიის მართლმადიდებელი ეკლესიაში ფრესკა და ხატები შექმნა, ტილოზე გადააქვს, რასაც ისურვებს, ვის პორტრეტსაც მოინდომებს, და სამ შვილს ზრდის დანიაში, როსკილდეში, ნანა ყუფარაძე.
ის, რაც აფხაზეთში მოხდა, ჩვენმა ოჯახმა გამოწვევად მიიღო, - გიამბობთ რუსუდან გიორგბერიძე, აფხაზეთიდან ლტოლვილი, რომელიც კოპენჰაგენში, ჰარლევში ცხოვრობს და იქვე აქვს ტანსაცმლის მოხდენილი მაღაზია.
25 ნოემბერს შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან, მოხდა ინციდენტი, რომლის შემდეგაც 24-ით გაიზარდა რუსეთის მიერ დაპატიმრებული უკრაინელების რიცხვი. ათობით უკრაინელს, მათ შორის რეჟისორ ოლეგ სენცოვს, უფლებადამცველები პოლიტიკური ნიშნით დევნილებად მიიჩნევენ.
წამლების გამომგონებელი, ქრონიკულ ტკივილთან მებრძოლი გიორგი გეგელაშვილი კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორია. სიუჟეტის ავტორი ოქროპირ რუხაძე წამლების დიზაინის ფარმაკოლოგიურ ინსტიტუტს სტუმრობდა. იქ მისი და ოპერატორ ილია სამურგანიდის მასპინძელი გიორგი გეგელაშვილი იყო.
სახელოსნო შთამაგონებელი მუხის ხის ქვეშ; ხატვის, ფოტოგრაფირების და ზღაპრის წერის ტალანტი; შესანიშნავად მოქართულე გერმანელი მეუღლე და მოსიყვარულე შვილები, - გიორგი დუნდუა ამ პირობებში ქმნის თავისი სამყაროს ასლს ბერლინში. იქ ესტუმრნენ მას რუბრიკის ავტორი ოქროპირ რუხაძე და ოპერატორი ილია სამურგანიდი.
2017 წლის ნოემბრიდან, როდესაც „პერსპექტივა“ პირველად გავიდა ეთერში, უდავოდ გამორჩეული იყო ერთი თარიღი და მას საგანგებო გადაცემა დავუთმეთ: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის მე-100 წლისთავი.
2017 წლის ნოემბრიდან, როდესაც „პერსპექტივა“ პირველად გავიდა ეთერში, უდავოდ გამორჩეული იყო ერთი თარიღი და მას საგანგებო გადაცემა დავუთმეთ: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის მე-100 წლისთავი. მის გარეშე, ბუნებრივია, არც გადაცემის პირველი წლის მიმოხილვა ჩაივლის.
როცა ბერლინში მანქანა არ იქოქება, ან ძვირფასი "ოლდტაიმერია" სადმე გადასაყვანი გამოფენაზე, მიმართავენ ჯაბა ელიკაშვილს, ევაკუატორის საგანგებო სერტიფიკატის ქართველ მფლობელს. რუბრიკის ავტორი, ოქროპირ რუხაძე და ოპერატორი ილია სამურგანიდი ჯაბა ელიკაშვილთან ერთად ბერლინის ქუჩებში.
ვაშინგტონი ირანს ადანაშაულებს ბალისტიკური რაკეტების განვითარებასა და რეგიონში იმ შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერაში, რომელთაც აშშ ტერორისტულ ჯგუფებად მიიჩნევს.
თბილისის არქიტექტურის ბიენალეს დამაარსებელი, ურბანისტი თინათინ გურგენიძე გლდანის სოციალურ განვითარებაზე წერს თავის სადოქტორო ნაშრომს გერმანიის დედაქალაქის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ჩამოტვირთე მეტი