„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ხანგრძლივმა საპროტესტო ტალღამ, რომელმაც თბილისი, ქუთაისი და ბათუმი მოიცვა, პოლიტიკოსებს აჩვენა, რომ საზოგადოება ცვლილებებისთვის მზადაა. ახლა საკითხავია, თავად თუ არიან პოლიტიკური პარტიები მზად, შექმნან „გამარჯვების ფორმულა“ და საპროტესტო მუხტი მხარდაჭერაში გადაზარდონ.
ევროპული არჩევანის შესახებ რეფერენდუმის იდეას მომხრეც ჰყავს და მოწინააღმდეგეც. პრეზიდენტის წამოწყებაში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. ამას გარდა,„თუ „ქართული ოცნება“ არ მოინდომებს, რეფერენდუმი ვერ გაიმართება“. გვჭირდება კი ეს რეფერენდუმი?
ბოლო სამ წელში „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსი 19-ჯერ შეცვალა და მეოცედაც აპირებს. ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ ყველა იმ ცვლილებას, რომელმაც ცესკოს დამოუკიდებლობაზე გააჩინა კითხვა. სწორედ, ცესკო-ს ხელშია 2024 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენის, საპარლამენტო არჩევნების, ბედი.
ათობით ადამიანს დაურეკეს და შსს-ში სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყველა მათგანი „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილეა. საპროტესტო ტალღა აპრილის შუა რიცხვებიდან მოჰყვა საშინაო და საერთაშორისო ზეწოლით შარშან უკვე ჩაგდებული კანონის პარლამენტში დაბრუნებას.
„აგენტების კანონის“ მხარდამჭერი ყალბი ანგარიშების კოორდინირებული ქცევა წინა წლებისგან ბევრი დეტალითაა განსხვავებული. ფეისბუკის შემდეგ, TikTok-ის აუდიტორია გახდა განსაკუთრებული სამიზნე, ტროლებთან ერთად კი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებიც გააქტიურდნენ.
რა ვიცით და რა შეიძლება იდგეს სკოლებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უკან - რადიო თავისუფლებამ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი შეაგროვა.
იპოდრომის ტყეში ცათამბჯენების მშენებლობის პროექტი უკვე მზადაა და მფლობელი მშენებლობის დაწყების უფლებას ჯერ თბილისის მერიაში, შემდეგ კი საკრებულოში ითხოვს. „კატასტროფა!“ - ასე აფასებენ ამ გეგმებს აქტივისტები და მოქალაქეები, რომლებიც წინააღმდეგობის ახალი ტალღისთვის ემზადებიან.
9 დათქმა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის გასაღებია. ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები კი მინიმალურ პროგრესს აჩვენებს. პრობლემების სათავეში მოექცა „აგენტების კანონი“, რომელიც 9 დათქმიდან მინიმუმ ორს ეწინააღმდეგება.
ოთხი მოსამართლე უნდობლობას უცხადებს დამოუკიდებელი კომისიის წევრ იმ არასამთავრობოებს, რომლებმაც ანტიკორუფციულ ბიუროს მათი ქონების შემოწმება დაავალეს. არ არის გამორიცხული, ეს ორგანიზაციები სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოიძახონ. სასამართლო პროცესებზე მოსამართლეები მოსარჩელის როლში იქნებიან.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს პარლამენტში ქალების კვოტების გაუქმებაზე მსჯელობდნენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ქალი დეპუტატები ბევრჯერ გამხდარან უმრავლესობის წევრი კაცებისგან უხამსი და სექსისტური გამონათქვამების სამიზნე.
რამდენიმე დღეა თბილისის არქიტექტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილის, ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია დაიწყო. ქართული კულტურის ამ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის კანონი იცავს.
კეთილსინდისიერების შემოწმების (ვეტინგი) მოწინააღმდეგე მოსამართლეები, ამ მექანიზმის მომხრე მოსამართლეებს აკრიტიკებენ და მათ „არაკოლეგიალურებად“ მოიხსენიებენ.
"ქართული ოცნება" მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარს ამბობს. ევროკომისიის ამ რეკომენდაციას მოწინააღმდეგეები ჰყავს სასამართლოშიც. არასამთავრობო სექტორი, ერთი მხრივ, ხელისუფლებას, მეორე მხრივ, საზოგადოებას არწმუნებს, რომ სასამართლოს კლანისგან გათავისუფლების გზა "ვეტინგია".
ვენეციის კომისიის მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლება არ აპირებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე პროკურატურის გავლენა შეამციროს. მმართველ პარტიაში ვარაუდობენ, რომ დადგება დრო, როცა ეს უწყება სულაც გაუქმდება და სამოხელეო დანაშაულს ისევ საქართველოს პროკურატურა გამოიძიებს. რას ითხოვდა ვენეციის კომისია და რა (არ) გაითვალისწინეს "ქართულ ოცნებაში" - ამ სტატიაში ვარკვევთ.
"ვითხოვთ კუკუშკის აღდგენას" - ამ სათაურით პეტიცია ვებგვერდზე manifest.ge 16 იანვარს, დათი ბურჭულაძის ავტორობით გამოქვეყნდა. მას ხელს უკვე აწერს 10 000-ზე მეტი ადამიანი.
დეპორტაციის ისტორია - სიმსივნით დაავადებულ დედას, ავსტრია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალიშვილთან, 9 წლის ფეხბურთელ ვაჟთან და ქმართან ერთად დაატოვებინეს.
საქართველოს სულ მცირე სამი მოქალაქეა რუსეთის ტყვეობაში. უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი ტყვეების რაოდენობა გაცილებით მეტია. მათი ვინაობა ოჯახის ინტერესების დაცვისა და უსაფრთხოების მოტივით არ სახელდება. მებრძოლების ოჯახის წევრები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
ჩამოტვირთე მეტი