რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.
გადაწვა გადაღლის ქრონიკული შეგრძნებაა, რომელიც ხელს გიშლით არა მხოლოდ მუშაობაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ამ სტატიაში აგიხსნით, როგორ ამოიცნობთ გადაწვას და რა შეიძლება დაუპირისპიროთ მას.
ახალი დოკუმენტური ფილმის თანახმად, უკვე 20 წელია ვლადიმირ პუტინი ახლო გარემოცვისგან ღალატს მოელის. ამ ხნის მანძილზე, რუსეთის პრეზიდენტმა, სულ ცოტა, სამი შეთქმულება ჩაშალა. ავტორები ვარაუდობენ, რომ სამივე მისი წარმოსახვის ნაყოფია.
პუტინის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი, ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს, მისი სახლის სადარბაზოში მოკლეს. მკვლელები ცოტა ხანში დაიჭირეს, მაგრამ დამკვეთები დღემდე გარეთ არიან.
ბევრი დემოკრატიული ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველო საემიგრაციო პოლიტიკას არ ცვლის. სამაგიეროდ, პუტინის მოწინააღმდეგეებს შემოშვებაზე ხშირად უარს ეუბნება.
პუტინის ომმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. კრემლი ამტკიცებს, რომ ბელგოროდის ოლქს “უკრაინელი დივერსანტები” უტევდნენ. თუმცა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს რუსულმა შენაერთებმა, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან. ეს პირველად არ ხდება.
ბახმუტისთვის ბრძოლა თითქმის 10 თვეა გრძელდება. უკრაინამ ის არა და არ დათმო, არც რუსეთმა დაიხია უკან. შედეგად, სტრატეგიული მნიშვნელობის არმქონე პატარა ქალაქისთვის ბრძოლაში ათეულობით ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. რატომ და რისთვის?
რუსეთში აზიანებენ რკინიგზას და წვავენ სამხედრო კომისარიატებს. დივერსიების ნაწილზე პასუხისმგებლობა აიღო “ანარქო-კომუნისტების საბრძოლო ჯგუფმა”. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ გზით უპირისპირდებიან პუტინის ომს უკრაინაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. იქ ამტკიცებდა, რომ მტრული ძალები საქართველოში “ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ” და, რომ ის დაიცავს კონსერვატიულ უმრავლესობას “უმცირესობის ძალადობისგან”.
კიევის ამოცანაა, გადატეხოს ომის მსვლელობა. თუ კონტრშეტევა ჩავარდა, დასავლეთმა შეიძლება უბიძგოს უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ.
ამერიკელი კონსერვატორების კონფერენცია CPAC უკვე 50 წელია იმართება. წელსაც ავტორიტარულ უნგრეთში იკრიბებიან, “ლიბერალებისთვის კოშმარის” მოსაწყობად. 4-5 მაისს, უნგრელ კოლეგასთან, ვიქტორ ორბანთან ერთად, სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
ახალი კვლევის თანახმად, რუსი მიგრანტები სომხეთში თავს უფრო მშვიდად გრძნობენ, ვიდრე საქართველოში. უმრავლესობა იმედოვნებს, რომ რუსეთში მაქსიმუმ 1 წელიწადში დაბრუნდება.
გერმანიაში სატვირთო მანქანების გაფიცულმა მძღოლებმა გაიმარჯვეს. დამსაქმებელმა თანხა თითქმის ყველას გადაუხადა. ახლა მათმა პროტესტმა შეიძლება შეცვალოს კანონები მთელ ევროკავშირში.
სანამ 17 აპრილს, პუტინის რეჟიმის ოპონენტს, ვლადიმირ კარა-მურზას 25-წლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ, იქამდე ის ორჯერ მოწამლეს. რით გააბრაზა მან კრემლი?
ოპოზიციონერი ბლოგერები რუს მამაკაცებს უმეორებენ ერთ სიტყვას: “გაიქეცით!”. ეს იმიტომ, რომ რუსეთის ჯარში გაწვევის სისტემა იცვლება. ვისაც საბუთი მიუვა, ქვეყნის დატოვება აეკრძალება.
მეოთხე დღე დაიწყო, რაც ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ასზე მეტი მძღოლი ღამეს მანქანაში ათევს. ისინი საზღვარს ვერ კვეთენ. რუსული მხარის ცნობით, გატეხილია მათი საბაჟოს მონაცემთა ბაზა და შეფერხებულია დოკუმენტების გაფორმება.
აშშ-ის დაზვევრვის გაჟონილი საბუთებიდან ირკვევა, რომ პენტაგონი უსმენს კრემლსაც და საკუთარ მოკავშირეებსაც. თეთრმა სახლმა უკვე დაადასტურა, რომ საბუთების ნაწილი ნამდვილია.
ვაშინგტონმა ქართველ მოსამართლეებს სანქციები ისტორიაში პირველად დაუწესა. იქამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 30 წელი იმეორებდა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არც დამოუკიდებელია, და არც სამართლიანი.
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ 7-8 მარტის აქციის მონაწილეები, მათ შორის დაპატიმრებული ლაზარე გრიგორიადისი, ანარქისტები არიან და ამიტომ “მუდმივი ქაოსის დათესვა” უნდოდათ. მაგრამ ანარქიზმის თვითმიზანი არც მოლოტოვის კოქტეილების სროლაა და, მით უმეტეს, არც ქაოსი.
რუსეთში, ტერორიზმის ბრალდებით 26 წლის ქალი, დარია ტრეპოვა დააკავეს. მას კრემლის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერის აფეთქება ედება ბრალად. რუსეთის შსს-მ უკვე გამოაქვეყნდა ვიდეო, სადაც დარია ტრეპოვა აღიარებს, რომ დანაშაულის ადგილზე მართლაც იყო.
ჩამოტვირთე მეტი