რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან. ძირითადად მუშაობს ვიდეოკონტენტის შექმნაზე. არის პროექტის „8 ფოტო არქივიდან“ თანაავტორი.
🎨 ტყუპისცალების ბავშვობა - ძმების მსგავსებით მოტყუებული უფროსები, რევოლუციონერი ბაბუა და სალვადორ დალის მეგობარი ბიძა, ექსტრავერტ ქალთან ინტროვერტის ნაპოვნი ბედნიერება და თეატრი, რომელიც ყოველთვის ქრება. ვინ და რა გაახსენდა მხატვარ გოგი ალექსი-მესხიშვილს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
მალი ყანდარელს აპრილში 90 წელი შეუსრულდება. ყანდარელი - ქმრის გვარია. მალი დაიბადა ლიუს ოჯახში და სწორედ ამ გვარიდან იწყება ქართული ჩაის ისტორია. მალი ყანდარელი გვიყვება თავის უნიკალურ ფესვებზე, მეორე მსოფლიო ომზე და ასევე თავის დამოკიდებულებაზე სიყვარულის, სიკვდილისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
მაღაზიის აბრებიდან ნასწავლი კითხვა, პირველი „შეყვარებულები“ - მუსიკოსები პორტრეტებიდან, ივანე ჯავახიშვილის საკუთარი თვალით ნანახი სიკვდილი და მეუღლე საბჭოთა კავშირისთვის „საშიში“ წარმომავლობით. ვინ და რა გაახსენდა ენათმეცნიერ მზექალა შანიძეს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გესმოდეთ, რა მოხდა ბელარუსში“, - ნობელიატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ანასტასია სლოვინსკაიასთან ინტერვიუში იხსენებს ბელარუსულ პროტესტს, მსჯელობს დიქტატურის ბუნებაზე, აღწერს „ნიღბიანების“ ანატომიას და ხსნის, თუ რატომ ვერ დაწერა წიგნი სიყვარულზე.
ამ ინტერვიუში კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინი ჰყვება თავის ბოლო წიგნზე „ცუდი რუსები“ [«Плохие русские»], რომელიც ახლა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს.
წითელი ფერი - პირველი ჩაბეჭდილი მოგონება, გზა ქიმიკოსობიდან ფოტოგრაფობამდე, საბჭოთა კავშირის ნგრევა საკუთარ თავში და საფლავის ფოტო კლოუნის ცხვირით - ვინ და რა გაახსენდა ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
უმცროსი დის გასახარებლად ნასწავლი კერვა, საბეჭდ მანქანასთან მჯდარი მამის კისერზე გატარებული საღამოები, „გასეირნება“ გარდაცვლილ ძმასთან ღამის ტოკიოში და 200 დოლარით დაწყებული მოგზაურობა სპორტის სასახლიდან საბერძნეთამდე. რა გაახსენდა მხატვარ-დიზაინერს გუგა კოტეტიშვილს, როცა ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
4 თვის ასაკში ჩაბეჭდილი პირველი მოგონება, „ალკოჰოლიზმის რელსებზე“ გატარებული სტუდენტობა და 40 წლის შემდეგ აღმოჩენილი წერილი საკუთარ თავს - ვინ და რა გაახსენდა რეჟისორ ლევან წულაძეს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
„ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც რუსეთში მოხდა“. ეს არის მასწავლებლის, დარია აპახონჩიჩის ამბავი, რომელიც რუსეთში უცხოური აგენტების პირველ ხუთეულში აღმოჩნდა.
„ეს არის პირველი ნაბიჯი, რეპრესიებისკენ მიმავალ არცთუ გრძელ გზაზე“ - რუსეთში უცხოურ აგენტად აღიარებული ჟურნალისტი ეკატერინა კოტრიკაძე იხსენებს, როგორ იმუშავა ამ კანონმა რუსეთში და ადარებს პროცესს, რომელიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს.
ყველაზე გემრიელად შემწვარი კარტოფილი ბავშვობიდან, გვირილებიანი საფეხბურთო მოედანი ერთი შხაპით 20 კაცზე და ჩახუტება ფეხბურთის „ილია ჭავჭავაძესთან“... ვინ და რა გაახსენდა ფეხბურთელ შოთა არველაძეს, როცა მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე, უკრაინელი დანილო და რუსი გენადი სალაპარაკოდ ერთმანეთს თავისუფლების სტუდიაში შეხვდნენ.
ალექსეი ნავალნის შტაბის ყოფილი თანამშრომელი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი - ლევ გიამერი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იძულებული გახდა რუსეთიდან საქართველოში გადასულიყო საცხოვრებლად, ჰყვება იმის შესახებ, თუ როგორი ზეგავლენა მოახდინა ნავალნიმ ოპოზიციაზე და რას უნდა ველოდეთ ახლა.
ჯეიმს სტეფენი - ემორის უნივერსიტეტის თანამშრომელია, რომელიც 30 წელზე მეტია სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებას იკვლევს. თბილისში საბჭოური კინოს ისტორიკოსი რეჟისორის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე „ზღვრების გადაკვეთა“ ჩამოვიდა. კონფერენცია ილიას უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
ტრუსარდის ფეხსაცმელი, რომელიც „პუტანკას პირდაპირ ფეხიდან გახადა“, ტოქსიკური დედა, გიორგი ჟდანოვი - დასაყრდენი ლოს-ანჯელესში და რთულ დღეებთან ბრძოლის იარაღი - ვინ და რა გაახსენდა ია ფარულავას, როდესაც მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ.
საბნის ქვეშ პირველად მოსმენილი ჯაზი, პუდელი უიტნი ჰიუსტონი და ქუჩაში ნაპოვნი ჯუდი გარლანდი, სერგო ფარაჯანოვის ნაჩუქარი კაბა და გაცნობის დღესვე ხელის თხოვნა. ვინ და რა გაახსენდა მომღერალ გიული ჩოხელს, როდესაც მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?
ჩამოტვირთე მეტი