სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონი, რომელიც „ხალხის სავალ ნაწილზე“ აქციის გამართვაზე რეგულაციას აწესებს, შსს-მ ისე არ უნდა აღასრულოს, რომ დემონსტრაციის გასამართად ნებართვის აღებას დაემსგავსოს. კანონს, რომელმაც შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, ომბუდსმენი დღეს, 17 დეკემბერს, გამოეხმაურა.