“მე ხელოვანი ვარ. პოლიტიკაში ვერ ვერკვევი!” - ასეთი განცხადება ღიმილის მომგვრელია. ყოველ შემთხვევაში კინოს სამყაროში მაინც. არადა ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ ტარდებოდა კინოფესტივალები, რომელთა ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ “მაღალ ხელოვნებას” უჭერდნენ მხარს და პოლიტიკას ემიჯნებოდნენ.
ჯეიმს სტეფენი - ემორის უნივერსიტეტის თანამშრომელია, რომელიც 30 წელზე მეტია სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებას იკვლევს. თბილისში საბჭოური კინოს ისტორიკოსი რეჟისორის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე „ზღვრების გადაკვეთა“ ჩამოვიდა. კონფერენცია ილიას უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
მას ხშირად იხსენიებენ მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს მუსიკოსებს შორის. ის ამავე დროს მხატვარი, პოეტი, ფოტოგრაფი და მწერალიცაა. მისი ავტობიოგრაფიული წიგნი, „უბრალოდ ბავშვები“, სადაც ფოტოგრაფ რობერტ მეპლთორპთან ურთიერთობაა ასახული, შარშან ქართულ ენაზეც გამოვიდა.
ვინმე საერთოდ დავობს იმის შესახებ, ვინ არის „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი? პერიოდულად კი. დროდადრო გამოჩნდება ხოლმე ახალი ვერსია, რომლის მიხედვითაც „ვეფხისტყაოსანი“ შოთა რუსთაველს არ დაუწერია.
Extraction 2 (გამოხსნა 2) - ამერიკელი რეჟისორის სემ ჰარგრეივის ფილმი, რომელშიც თხუთმეტამდე ქართველი მონაწილეობს, ეკრანებზე 16 ივნისს გამოვიდა. ფილმში მთავარ როლებს, კრის ჰემსვორტთან ერთად, თინათინ დალაქიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, თორნიკე ბზიავა, ლევან საგინაშვილი და ანდრო ჯაფარიძე ასრულებენ.
„აი, ჩიტო-გვრიტოც წავიდა“! „გავჩუმდები, „მიმინო“, რა თქმა უნდა, კლასიკაა, მაგრამ…“ - ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ქართულ და რუსულ ფორუმებზე სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ყოფილ საბჭოთა სივრცეში საყოველთაოდ ცნობილი ქართველი არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ორ ასეულზე მეტი ხნის წინ უკრაინაში გაჩერებულ ქართველ უფლისწულს მოხუცი ოფიცერი ესტუმრა და თავისი ჩანაწერები გადასცა - ასე აღმოჩნდა საქართველოში გურამიშვილის „დავითიანის“ ერთადერთი ხელნაწერი.
უკრაინაში მცხოვრები ქართველი რეჟისორი ზაზა ბუაძე კიევში უკვე 15 წელია ცხოვრობს. რადიო თავისუფლება მას პირველად ომის დაწყებიდან მეორე დღეს ესაუბრა. 25 თებერვალს ზაზა ბუაძე ჯერ კიდევ კიევში იყო და შიშობდა, რომ რუსი სამხედროები დედაქალაქს უახლოვდებოდნენ.
ჩამოტვირთე მეტი