სასამართლომ „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელი, გელა უძილაური დამნაშავედ ცნო როგორც განზრახ, ასევე ანგარებითა და შეკვეთით მკვლელობაში.
რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიიღეს ვაშინგტონში“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცეპრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტისას თეთრ სახლში, კერძოდ კი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პირველი შეხვედრა გამართა, - იუწყება სამინისტროს პრესცენტრი.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი წლისთავს გამოეხმაურა.
კონგრესის დემოკრატმა წევრებმა გააპროტესტეს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, USAID-ის ფუნქციები გადასცეს სახელმწიფო დეპარტამენტს. ეს გადაწყვეტილება აჩენს კითხვებს დახმარების პროგრამების დაფინანსებაზე მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის უკრაინის მრავალმილიარდიან დახმარებაზე.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული დემონსტრანტი, რუსეთის მოქალაქე და საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული ანტონ ჩეჩინი, რომელიც პროევროპულ აქციებშიც მონაწილეობდა და ადმინისტრაციული წესითაც იყო დაკავებული, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა.
ამერიკული FOX News-ის ცნობით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოკავშირეების მთავრობის აღიარებაზე უარის თქმას, საქართველოს ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილის ცნობას და ახალი არჩევნების მოთხოვნას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) იუწყება, რომ საქართველოდან აძევებს უცხო ქვეყნების 25 მოქალაქეს, რომლებიც, უწყების თანახმად, ნოემბერ-დეკემბერში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. შსს-ს ცნობით, ათმა მათგანმა ქვეყანა უკვე დატოვა.
ჩამოტვირთე მეტი