გორის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება უნდათ. მიზეზი დავით რაზმაძის მიერ The New York Times-სთვის მიცემული ინტერვიუს ის ნაწილია, რომელშიც რუსი ჯარისკაცები „მშვიდობისმყოფელებად“ არიან მოხსენიებული.
ოზურგეთში დაახლოებით ერთი დღე-ღამე გავატარე და ამ პერიოდში ვიყავი სამოქალაქო თვითორგანიზებულ შტაბში, მუნიციპალიტეტის მერიის შტაბში და მოხალისეებთან ერთად, რამდენიმე ადგილობრივის სახლში.
20 თებერვლის შემდეგ გურიასა და აჭარაში დიდი თოვლის გამო გაჩერებულია მოძრაობა, სოფლების დიდი ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. პარასკევს უამინდობის შესახებ ხელისუფლებამ შეტყობინებები კი დააგზავნა, მაგრამ გარე სამყაროს მოწყვეტილ ხალხს გადაუდებელი დახმარება სჭირდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია პროევროპული აქციის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დაემუქრა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა ორ ბრალდებულს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად. მათ 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
გორის მოსახლეობის ნაწილი ახალ წელს სასმელი წყლის გარეშე შეხვდა. ვერხვების დასახლებას წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება. ადგილობრივი მოსახლეობა წყლის მოთხოვნით მეორე დღეა საპროტესტო აქციებს მართავს, თუმცა წყალმომარაგების კომპანია მათ ვერ ეუბნება, როდის განახლდება წყლის მიწოდება.
გორში ერთმანეთს შეეჯახა სასწრაფო დახმარების ავტომობილი და საპატრულო ეკიპაჟი. ამ დროს ექიმებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი გადაჰყავდათ კლინიკაში.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანსა და ოთხ სტუდენტს.
ჩამოტვირთე მეტი