59 წლის ვანო გომიაშვილს ცხოვრების ნახევარზე მეტი, ოქტომბრიდან მაისამდე, რუსთავთან ახლოს, იაღლუჯის ზამთრის საძოვრებზე აქვს გატარებული. თვითონ ყაზბეგიდანაა. 17 წლის იყო, პირველად ცხვარში რომ წავიდა. წითელი ხიდისკენ მიმავალ გზასთან ახლოს კი ფარა პირველად 1992 წელს გამოაზამთრა.