„შვილის“ ამ ეპიზოდის გადამღებ ჯგუფს ნინო ჭავჭავაძემ, 80-იანი წლების საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, რომელსაც 2018 წელს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა, ზურაბ ჭავჭავაძის ქალიშვილმა ყვარელში უმასპინძლა.
ქეთევან დოჩანაშვილმა საშუალო სკოლას, რომელიც 2008 წელს დაარსა, „საერთაშორისო ქართული სკოლა“ დაარქვა. „საერთაშორისო“ იმიტომ, რომ როგორც თავად ამბობს, სკოლის მიზანი მრავალმხრივად განვითარებული მოქალაქეების ჩამოყალიბებაა, რომლებიც ნებისმიერ გარემოში შეძლებენ საკუთარი თავის დამკვიდრებას
ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვან სოლისტს, 23 წლის გიორგი ფოცხიშვილს ვახტანგ ჭაბუკიანს ადარებენ. ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელიც კლასიკურ ბალეტში ქართული ცეკვიდან მივიდა, მართლაც აგრძელებს ეროვნული ქორეოგრაფიის საუკეთესო ტრადიციებს.
ამ ეპიზოდში ნიკო მანაგაძე, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც საერთაშორისო სამართლს სწავლობს, მიმართავს თანატოლებს, რომლებსაც პოლიტიკური ბრძოლა არა მარტო ქუჩაში, არამედ შინ, მშობლებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან უხდებათ.
🎬 2019 წელს კინომცოდნეებმა ზაზა ხალვაშის „ნამე“ 21-ე საუკუნის საუკეთესო ქართულ ფილმად დაასახელეს. იმ დროს ზაზა ხალვაში უკვე ახალ ფილმზე, „ლოტოზე“ მუშაობდა, მაგრამ დასრულება ვერ მოასწრო - 2020 წელს 62 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეგენდად ქცეული ამბავი, „თვითმფრინავის ბიჭების საქმე“ ქართული-საბჭოთა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია. 1983 წლის ნოემბერში, სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობას მიუძღვნეს წიგნები, სპექტაკლები, მხატვრული ფილმი.
„მამაჩემი შვილიშვილებზე ოცნებობდა. ოცნება ვერ შევუსრულე, მაგრამ მე დავბადე ია ფარულავაო“ - გვითხრა „შვილის“ ახალი სერიის გმირმა, როცა მამის, მოქანდაკე ოთარ ფარულავას შესახებ ვკითხეთ.
„დედაჩემისთვის ვარ სანდრო, აქციაზე კი ვარ ბიჭი წითელი ჩაფხუტით“, - ამბობს 18 წლის სანდრო ქინქლაძე, რომელიც 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ საპროტესტო მარშებს დაუბრუნდა.
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი გიგა ბოკერია ამაყობს, რომ ნანა ალექსანდრიას შვილია, თუმცა აღიარებს, რომ არასდროს ჰყვარებია ჭადრაკი. ყოველთვის ფეხბურთი იტაცებდა და არგენტინის ნაკრების ფანი იყო.
„შვილის“ ახალ ეპიზოდში რეზო კიკნაძემ, კომპოზიტორმა და შემსრულებელმა, მამაზე, ზურაბ კიკნაძეზე სასაუბროდ კახეთში, სოფელ ალმატში დაგვპატიჟა. აქ გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები ქართველმა მეცნიერმა, განმანათლებელმა ზურაბ კიკნაძემ
ჩამოტვირთე მეტი