უკრაინაში ასიათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა, რუსეთის მხრიდან ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მიტანილი იერიშების შემდეგ. ამ შინაარსის განცხადება კვირას დილით გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 14 დეკემბერს ჩავიდნენ ბერლინში, სადაც, გავრცელებული მოლოდინით, გაიმართება მოლაპარაკება უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე.
14 დეკემბრის ღამეს დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ურუპინსკში მდებარე ნავთობის საწყობს - იუწყება გუბერნატორი ანდრეი ბოჩაროვი. მისი თქმით, ახლოს მდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და დაზარალებულები არ არიან.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეოთხე წელს, ლვოვი რთული რეალობის წინაშე დგას, ქალაქს აღარ ჰყოფნის ადგილი ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების დასაკრძალად.
შაბათის ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინის რამდენიმე ოლქში ენერგეტიკულ ობიექტებზე განახორციელა დარტყმები.
ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია მისცეს, რომელსაც კენჭისყრაზე გამოიტანენ კონგრესში და იურიდიულად სავალდებულო ძალა ექნება.
ტყვეობიდან დაბრუნებულმა სერგეი იაგუშევმა ლენინგრადში შვიდი თანამებრძოლი მოკლა და მიიმალა. ყოფილი პოლიციელი ომში ციხის თავიდან ასაცილებლად წავიდა. ეს და სხვა არაერთი საქმე აჩვენებს, თუ როგორ აქცევს რუსეთი კრიმინალებს „ომის გმირებად“, რომლებიც შემდეგ ფრონტსა თუ ზურგში შემზარავ მკვლელობებს სჩადიან.
აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გამოქვეყნებას ევროპაში მწვავე დისკუსია მოჰყვა - დოკუმენტი პირდაპირ ამბობს, რომ 2027 წლამდე შეერთებული შტატები ევროპის უსაფრთხოების „ფონურ“ მხარდამჭერად უფრო დარჩება, ვიდრე ძირითად გარანტად, და რომ საკუთარი თავდაცვის მთელი ტვირთი სწორედ ევროპაზე გადავა.
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ზონიდან გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს უცნაური, „ზღარბის“ ფორმის ჯავშანი, რომელიც ტანკებსა და სხვა ტექნიკაზე გამოიყენება დრონების თავდასხმებისგან დასაცავად.
რუსეთი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით ნახევარი უკრაინასთან ომზე იხარჯება, რუსეთის ეკონომიკა განაგრძობს შენელებას, საბანკო სექტორს კი კოლაფსისგან მხოლოდ მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა გადაარჩენს. რუსეთს უკრაინასთან ომი დღეში დაახლოებით 600 მლნ აშშ დოლარი უჯდება.
21 ნოემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისადმი საგანგებო ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ქვეყანა, მძიმე ზამთრის წინ, მძიმე არჩევანის წინაშე დგას - „ღირსების დაკარგვა ანდა საკვანძო პარტნიორის [აშშ] დაკარგვის რისკი“.
უკრაინაში ომის შესაჩერებლად აშშ-ში შემუშავებული ახალი წინადადების პროექტი კიევს მოუწოდებს გარკვეული ტერიტორიების და ასევე გარკვეული შეიარაღების დათმობისკენ. ოფიციალურად გამოუქვეყნებელი გეგმის დეტალები მედიისთვის უკრაინის პრეზიდენტისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრის ფონზე გახდა ცნობილი.
ჩამოტვირთე მეტი