გოგო და დრამი
ელენე ვაჩეიშვილი 17 წლის დრამერია. მისი იდეალური დღე ასეთია - რამდენიმე საათი ის და თავისი დრამი მარტო რჩებიან. ელენე კი უკრავს და უკრავს. ასეთი ჩუმი და დრამზე უკრავ? გოგო და დრამი? ხშირად ესმის ხოლმე, როცა მისი ჰობის ამბავს იგებენ და სულაც მის დაკრულს უსმენენ. მაგრამ ელენემ იცის, რომ სქესი საერთოდ არაფერ შუაშია, როცა რაღაცის კეთება გიყვარს და თან გამოგდის. ხანდახან ვარჯიში მკლავების ტკივილით მთავრდება, მაგრამ ამ დაღლილობის გამო ჯოხები გვერდზე არასოდეს გადაუდია - ეს მისი საყვარელი საქმეა და როგორც ამბობს, მთელი მისი ცხოვრებაც. ელენე ჯერ მეთორმეტე კლასელია, აბიტურიენტია და წინ მისაღები გამოცდები ელის. თუმცა მისი მთავარი მიზნები მაინც დრამერობას უკავშირდება - ძალიან უნდა კარგი დრამერი გამოვიდეს. რამდენიმე თვეა ახალგაზრდა ბენდ „Savannah Fish”-ს შეუერთდა და დრამზე დაკვრის გაკვეთილები ნამდვილმა რეპეტიციებმა შეცვალა.
ეპიზოდები
- 
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
 - 
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
 - 
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
 - 
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
 - 
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
 - 
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?