ეს ვიდეო 2025 წლის 4 ოქტომბრის ქრონიკაა - დღის, როცა საქართველოში ერთდროულად დაინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დიდი საპროტესტო აქცია - სახალხო შეკრება, რომლის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ამ შეკრების მიზანი ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობა“ უნდა ყოფილიყო.
შუადღეზე, არჩევნების პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაწყებული მსვლელობა თავისუფლების მოედნამდე გაგრძელდა, სადაც ათასობით დემონსტრანტს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გააცნო დეკლარაცია და თქვა, რომ ამ წუთიდან ძალაუფლება ხალხის ხელში უნდა გადავიდესო.
მურთაზ ზოდელავამ კი აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა ხალხის ნაწილს, „მამაკაცურ ძალას“ - ათონელის საპრეზიდენტო სასახლისკენ დაძვრისა და სასახლის გასაღების ჩაბარებისკენ მოუწოდა...
ორბელიანის მოედანსა და საპრეზიდენტო სასახლესთან ვითარება მალე დაიძაბა, დემონსტრანტებმა სასახლის ღობის ნაწილი მოგლიჯეს, თუმცა სპეცრაზმს ვერ გაუმკლავდნენ და ამის შემდეგ დაიწყო აქციის დაშლა, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა.
აქციის ლიდერები იმავე ღამით დააკავეს, 13 დემონსტრანტი კი მეორე დღეს. ამ ვიდეოში სწორედ ამ მოვლენების ქრონოლოგიის აღდგენას შევეცადეთ.
2025 წლის 4 ოქტომბერი
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 04, 2025
რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?
-
სექტემბერი 19, 2025
ლადო ბურდული - 8 ფოტო არქივიდან
-
სექტემბერი 16, 2025
ვინ დაიცვა აქცია არასრულწლოვანი შეიარაღებული თავდამსხმელისგან?
-
სექტემბერი 01, 2025
ციხის მარშრუტი: საკანი - სასამართლო - საკანი
-
აგვისტო 29, 2025
ვის შეხვდებით თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე?
-
აგვისტო 28, 2025
რატომ იმატა ფემიციდმა?
ფორუმი