ეთერ ლიპარტელიანის ახალი მიზანი - ოლიმპიური თამაშების ლიცენზია
ძიუდოში მსოფლიოს პირველი ქართველი ჩემპიონი ქალი ეთერ ლიპარტელიანი საქართველოში დაბრუნდა. 16-20 ოქტომბერს მაროკოს ქალაქ მარაკეშში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ლიპარტელიანმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე იპონით მოიგო. მსოფლიოს ინდივიდუალურ პირველობაზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სულ სამი ოქროს და თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ შეჯიბრებაში კი მესამე ადგილი დაიკავა. ლიპარტელიანის გარდა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ვლადიმერ ახალკაცი და ლაშა ბექაური. 2019 წლის სეზონში ეთერ ლიპარტელიანმა ახალგაზრდებს შორის ორივე უმთავრესი შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრა - გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. 20 წლის სპორტსმენი მომავალი წლიდან უფროსებს შორის იჭიდავებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
-
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?