ღონისძიებას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი. კალაძემაც და კობახიძემაც მას მადლობა გადაუხადეს.
ირაკლი კობახიძემ წარდგენისას კალაძეს „ნამდვილი ჩემპიონი“ უწოდა:
„ჩვენ დღეს შეგვეძლო, თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს“.
კალაძემ ორი ზოგადი პრინციპი დაასახელა, რის გარშემოც გეგმავს, მესამე ვადით არჩევის შემთხვევაში, ქალაქის მართვას:
„თბილისი, როგორც პასუხისმგებლობა, და თბილისი, როგორც შესაძლებლობების ქალაქი“.
მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „თეორიულადაც არ განიხილებოდა სხვა კანდიდატურა“.
- 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დანიშნული.
- არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ორი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“.
- „ლელო/ძლიერი საქართველო“ და „საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ.
- ბოიკოტს უერთდება ექვსი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ფედერალისტები“. ასევე - 2024 წლის ოპოზიციურ კოალიციებში შემავალი „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“.
ფორუმი