კორუფციის ტყვეობაში
კორუფციის აღქმის 2018 წლის საერთაშორისო ინდექსით, უკრაინა 120-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის. საერთაშორისო მედიაში ძნელი წარმოსადგენია შეგხვდეს უკრაინაში ზოგად ვითარებაზე რეპორტაჟი ან ანალიტიკური მასალა, კორუფცია რომ არ იყოს ნახსენები ერთ-ერთ ძირითად პრობლემად. უკრაინაში გამოკითხულთა 91 პროცენტს სჯერა, რომ კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული მმართველ წრეებში. • რა ზიანი მოაქვს უკრაინისათვის კორუფციას - შინ და უცხოეთში • რა როლს ასრულებს საგამოძიებო ჟურნალისტიკა კორუფციასთან ბრძოლაში? ინტერვიუ უკრაინელ ჟურნალისტ ნატალია სედლეცკასთან • აქვს თუ არა "ქართულ ლეგიონს" კავშირი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან? • როგორ ჰყვება დონბასში ცხოვრებასა და სიკვდილზე ალევტინა კახიძე რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.
ეპიზოდები
-
ივლისი 29, 2019
ვინ აფინანსებს ანტისაოკუპაციო აქციას?
-
ივლისი 29, 2019
"თავისუფლების #კითხვები": რა ხდება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით?
-
ივლისი 28, 2019
დასავლეთის საიმედო პარტნიორი არასახარბიელო რეიტინგებით