ლეილა მუსტაფაევა: ჩემი ბრძოლა შეწყდება მაშინ, როცა საქართველოს მთავრობისგან პასუხებს მივიღებ
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა დღეს ქალიშვილთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. მან, მისი არაერთი მეგობრის მსგავსად, საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც მუხთარლი თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ალიევის მთავრობა საზღვრის უკანონო გადაკვეთას, კონტრაბანდას ედავება, თუმცა მისი კოლეგები და მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ აფგანი მისი საგამოძიებო სტატიების გამო დაისაჯა. ლეილა თვეების განმავლობაში მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, რომლებიც თბილისში იმართებოდა და რომლის მიზანიც საქმის დროულად გამოძიება და მუხთარლის გათავისუფლება იყო. ლეილა მუსტაფაევას დღემდე არ მიუღია პასუხები აფგანის გატაცების საქმეზე.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
-
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?