პარლამენტარიზმის 100 წელი
12 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილეს აღინიშნა. 1919 წლის 12 მარტს საფუძველი ჩაეყარა ქართულ პარლამენტარიზმს. 100 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს, 12.12 სთ-ზე გაიხსნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, რომლის ამსახველი ფოტოები და სხვა სახის დოკუმენტური მასალა საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. საქართველოს დამფუძნებელი კრება - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლეგიტიმური, საყოველთაო არჩევნებით არჩეული საკანონმდებლო ორგანოა, რომელმაც 1919 წლის 14-16 თებერვალს გამართული პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე შეცვალა საქართველოს ეროვნული საბჭო.
ეპიზოდები
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ