"პატრიოტთა ალიანსის" ყრილობა სპორტის სასახლეში
4 მაისს თბილისში, სპორტის სასახლეში "პატრიოტთა ალიანსმა" მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. პარტია მოითხოვს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაცვისთვისთვის განკუთვნილი ხარჯები შემცირდეს. მათი თქმით, ნატოსთვის განკუთვნილი თანხები “საოჯახო ბიზნესების შექმნისკენ” უნდა წარიმართოს, საქართველომ კი სამხედრო მიუმხრობლობა გამოაცხადოს. ყრილობაზე დაანონსდა საპროტესტო აქციებიც, რომელიც სისტემატიურად გაიმართება იმისათვის, რომ ხელისუფლებას მოუწოდონ, შეასრულონ დაპირებები. დავით თარხან-მოურავის თქმით, აქციები 27 მაისიდან 15 ივნისამდე საინფორმაციო სახის იქნება და თავისუფლების მოედანზე საღამოობით გაიმართება, 15 ივნისს კი “დიდი აქცია” იქნება, რის შემდეგაც შეკრებები კვლავ ყოველდღიურად ჩატარდება, თუმცა უკვე საპროტესტო სახეს მიიღებს, კონკრეტული მოთხოვნებით.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
-
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?