8 აგვისტოს კიევში გამოემშვიდობნენ ჟურნალისტ ვიქტორია როშჩინას, რომელიც რუსეთის ტყვეობაში დაიღუპა.
2023 წლის აგვისტოში ვიქტორია როშჩინა გაუჩინარდა უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის არმიის მიერ იყო ოკუპირებული. მისი გარდაცვალების შესახებ გასული წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი. ცხედარს უკრაინაში რამდენიმე თვის განმავლობაში არ აბრუნებდნენ.
29 აპრილს საერთაშორისო პროექტმა Viktoriia Project გამოაქვეყნა მისი სიკვდილის შესახებ გამოძიება, სადაც ნათქვამია, რომ ცხედარს, ექსპერტიზის თანახმად, როშჩინას ეკუთვნის, წამებისა და გაკვეთის მრავალი კვალი აღენიშნება.
ვიქტორია როშჩინა თანამშრომლობდა მრავალ უკრაინულ მედიასაშუალებასთან, მათ შორის, რადიო თავისუფლებასთან.
დაიღუპა რუსების ტყვეობაში - კიევში ვიქტორია როშჩინას გამოემშვიდობნენ

11
ვიქტორია როშჩინა რადიო თავისუფლებისთვის რეპორტაჟების სერიის ავტორია და 2022 წელს რადიოსთან თანამშრომლობდა.

12
ის ასევე თანამშრომლობდა სხვა მედიასაშუალებებთან, მათ შორის, „უკრაინსკა პრავდასთან“, „ჰრომადსკესთან“, „უკრაინსკა რადიოსთან“, UA:Pershy-თან და Censor.net-თან.

13
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა სიკვდილის შემდეგ თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა.

14
ტყვეობაში მოკლული ჟურნალისტი კიევში, ბაიკოვოს სასაფლაოზე დაკრძალეს.