Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციის ჩინოსნისთვის ქრთამის შეთავაზების შემდეგ ორი ადამიანი დააკავეს - საქმე ხე-ტყის უკანონოდ ჭრას ეხება


მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

პროკურატურის ცნობით, საჯარო მოხელისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირისათვის ქრთამის შეთავაზების შემდეგ ორი ადამიანი დააკავეს. საქმე ხე-ტყის უკანონო ჭრას ეხება.

გამოძიების ვერსია ასეთია:

  • ორმა კაცმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის მიმართა შსს-ის თანამდებობის პირს;
  • საუბარია რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის „ერთ-ერთ ხელმძღვანელზე“, - ვინაობა დაზუსტებული არ არის;
  • მას 5000 ლარი შესთავაზეს ქრთამის სახით, სამომავლო, ხის მასალით დატვირთული თითოეული სატვირთო ავტომანქანის „შეუფერხებელი გადაადგილებისთვის“ კი სისტემატურად 2000 ლარს დაპირდნენ.
  • პოლიციელმა პროკურატურისთვის „ოპერატიულად მიაწოდა ინფორმაცია“ და გამოძიება დაიწყო.
  • დღეს, 20 ივნისს, მათ ქრთამის ნაწილი, 3000 ლარი, გადასცეს საჯარო მოხელეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი დააკავეს.

პროკურატურის განცხადების თანახმად, ისინი „ქრთამის მიცემის“ ბრალდებით დააკავეს - სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურა აცხადებს, რომ „მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“ და ამაზე „უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას გაატარებს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG