Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ამბობს, რომ მელია „პოლიციელის შეურაცხყოფისთვის“ დააკავეს ადმინისტრაციული წესით


შსს-ის ცნობით, მელია „პოლიციელის შეურაცხყოფისთვის“ დააკავეს. ნიკა მელია პოლიციელების გარემოცვაში. ფოტო არქივიდან.
შსს-ის ცნობით, მელია „პოლიციელის შეურაცხყოფისთვის“ დააკავეს. ნიკა მელია პოლიციელების გარემოცვაში. ფოტო არქივიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ამბობენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

კერძოდ, შსს-ის ცნობით, მელია დააკავეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე“.

ეს მუხლი, შსს-ის განმარტებით, გულისხმობს „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით“.

შსს-ის პრესცენტრის წერილობით კომენტარში, რომელიც რადიო თავისუფლებას გამოუგზავნეს, ამბობენ იმასაც, რომ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს“.

პარტია „ახლის“/„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თბილისში, ლისის ტბის ასახვევთან დღეს საღამოს დააკავეს.

ოპოზიციური პარტია „ახლის“/„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია თავისი თანაგუნდელის, ნიკა მელიას დაკავების დეტალებზე საუბრობს.

„დაკავება ეს არ იყო. ნიკა პირდაპირ ჩასაფრებით მოიტაცეს. ეს უეჭველი ამბავია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG