რომელიც ახლებურად განსაზღვრავს “ჯაშუშობასა” და “სახელმწიფოს ღალატს”. შესაბამისი კანონპროექტი გასულ კვირაში წარუდგინა სახელმწიფო სათათბიროს პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მთავრობამ.
ახალი კანონპროექტი “სტალინისა და ჰიტლერის სულისკვეთებით” არის შედგენილი - ასეთ შეფასებას გამოთქვამენ რუსეთის წამყვანი უფლებადამცველები ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც გაკრიტიკებულია პუტინის მთავრობის ინიციატივა. გაკრიტიკებულია იმის გამო, რომ კანონპროექტით, მაგალითად ჯაშუშობად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის მიწოდება უცხოური ორგანიზაციებისთვის, მათ შორის არასამთავრობოებისთვის...
ლევ პონომარიოვის, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უფლებადამცველის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ საქმე გაურთულდებათ უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს, რომლებსაც რეგულარული კონტაქტი აქვთ უცხოურ ორგანიზაციებთან.
[პონომარიოვის ხმა] “ეს მეორე კანონპროექტი რუსეთის ფედერაციის მთავრობამ - ვლადიმირ პუტინისა და ერთიანი რუსეთის მთავრობამ წარადგინა. ის განსაზღვრავს ნორმებს ჯაშუშობისა და სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ ქმედების გამო გასასამართლებლად. ჯაშუშობის ნაცვლად, ლაპარაკია რუსეთის ხელისუფლებასთან ოპოზიციაზე. ამით დამოკლეს მახვილის ქვეშ აღმოჩნდება ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ურთიერთობა აქვს უცხოეთის მთავრობების წარმომადგენლებთან ან უცხოელ მოქალაქეებთან”.
ლევ პონომარიოვი და ერთობლივი განცხადების სხვა ხელმომწერები რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ, მხარში ამოუდგნენ უფლებადამცველებს “ახალი 1937 წლის” თავიდან ასაცილებლად - ცხადია, იგულისხმება სტალინისტური რეპრესიების განმეორების საფრთხე.
რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით, სახელმწიფოს ღალატი განისაზღვრება როგორც ქმედება, მიმართული ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების წინააღმდეგ. ასეა ახლა. კანონპროექტი კი ითვალისწინებს დეფინიციის გაფართოებას “რუსეთის კონსტიტუციური წესრიგის, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის” წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად.
მთავრობის ოპონენტების შეფასებით, მიზანია ერთი მხრივ, ოპოზიციის საქმიანობის, მეორე მხრივ სეპარატისტული მოძრაობების შეჩერება...
ცნობილი რუსი უფლებადამცველის, ლუდმილა ალექსეევას შეფასებით, ახალი კანონი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, სახელმწიფოს ღალატად შერაცხოს ლამის ნებისმიერი კრიტიკა ხელისუფლების მისამართით. [ალექსეევას ხმა] “საკვები პროდუქტები ძვირდება და კომუნალური გადასახადები ძვირდება. როცა, კრიზისის მიუხედავად, მთელი სიმძიმე რიგით მოქალაქეებს აწვებათ მხრებზე, გენიოსობა არ უნდა იმის მიხვედრას, რომ შესაძლოა არეულობები დაიწყოს. ჩვენ, ყველა, ექსტრემისტები ვართ! ყველანი! თუ ადამიანი ხარ და ლაპარაკის უნარი შეგწევს - უკვე ექსტრემისტი ხარ, რადგან ხომ შეგიძლია თქვა: “ვაიმე, ვაიმე, ბენზინი გაძივრდა!” აი - უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდიხარ!”
სწორედ იმ დღეს, როცა სახელმწიფო სათათბიროს ახალი კანონპროექტი წარუდგინეს, კანონმდებლებმა მესამე მოსმენით დაამტკიცეს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა შესწორებები. შედეგად, რამდენიმე დანაშაულში, მათ შორის ტერორიზმსა და მასობრივი არეულობის პროვოცირებაში ბრალდებულები კარგავენ უფლებას, წარდგნენ ნაფიც მსაჯულთა წინაშე. მათ სასამართლო კოლეგია გაასამართლებს.
რუსეთში ბოლო წლებში აშკარაა (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოპოვებულ) სამოქალაქო თავისუფლებათა ისევ შეზღუდვის პროცესი. პრეზიდენტის რანგში, ვლადიმირ პუტინი აძლიერებდა კრემლის კონტროლს პოლიტიკური ცხოვრებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის ლამის ყველა ასპექტზე. ახლა, როცა ქვეყანა პირქუში ეკონომიკური პერსპექტივის წინაშე აღმოჩნდა, პუტინი - უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში - როგორც ჩანს, ცდილობს საზოგადოების მიერ უკმაყოფილების გამოხატვის ბოლო გზების გადაკეტვასაც.
მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო სათათბირო დაამტკიცებს პუტინის მთავრობის მიერ წარდგენილ ახალ კანონპროექტს.