ამდენად, ზოგადი ტენდენცია უარყოფითია. ასეთ დასკვნამდე მიდის ცნობილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუზი”, რომელმაც დღეს გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით “თავისუფლება მსოფლიოში 2009”. “ფრიდომ ჰაუზი” მსოფლიოში თავისუფლების დაცვაზე, დემოკრატიული ფასეულობების გავრცელებაზე მომუშავე ერთ-ერთ ყველაზე უფრო ავტორიტეტიან ორგანიზაციად არის აღიარებული, მისი წლიური ანგარიშები კი - ობიექტურ წყაროდ ამათუიმ ქვეყანაში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესაფასებლად.
თავისუფლებამ მსოფლიოში ზედიზედ მესამე წელი განიცადა უკუსვლა - უკუსვლა, რომელიც უშუალოდ შეეხო საქართველოს: [უოკერის ხმა] “ზოგ რეგიონში განსაკუთრებით აშკარაა გაუარესება: აფრიკის ქვეყნებში, რომლებიც საჰარის სამხრეთით მდებარეობენ, და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში (თუ არ ჩავთვლით ბალტიის ქვეყნებს). ეს იყო ორი რეგიონი, რომლებშიც პროცესი ყველაზე შემაშფოთებელია ზოგადი უკუსვლის გამო”,- ამბობს “ფრიდომ ჰაუზის” კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი, კრისტოფერ უოკერი.
მისი ორგანიზაციის წლიურ ანგარიშში შეფასებულია ვითარება მსოფლიოს 193 ქვეყანაში. საქმე ეხება მათს შეფასებას ორი კრიტერიუმით: პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების თვალსაზრისით. ქვეყნები სამი ჯგუფად არიან განაწილებული: თავისუფალ, ნაწილობრივ თავისუფალ და არა-თავისუფალ ქვეყნებად. საქართველოს - ზოგადი ვითარების გაუარესების მიუხედავად - უნარჩუნდება სტატუსი “ნაწილობრივ თავისუფალი”. ასეთივე სტატუსი აქვს აფხაზეთს... დიახ, “ფრიდომ ჰაუზის” რეიტინგი მოიცავს არა მარტო დამოუკიდებელ ქვეყნებს, არამედ - როგორც ანგარიშში ვკითხულობთ -“უთანხმოების გამომწვევ ტერიტორიებსაც”, მათ შორის ჩეჩნეთს, მთიან ყარაბაღს, კოსოვოს, ტიბეტს, ქაშმირს. რაც შეეხება საქართველოს მეორე სეპარატისტულ რეგიონს: სამხრეთი ოსეთი წელს პირველად შეიყვანეს “ფრიდომ ჰაუზი”ს ანგარიშში და მას - აფხაზეთისაგან განსხვავებით - “არათავისუფლის” სტატუსი ერგო. საერთაშორისო ორგანიზაცია ცხინვალს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე “რეპრესიულ რეჟიმად” მოიხსენიებს.
საქართველოს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას მოგვიანებით დავუბრუნდებით. ახლა კი ისევ ზოგადად, “ფრიდომ ჰაუზის” წლევანდელ ანგარიშზე.
როგორც მის ავტორთა ჯგუფის წარმომადგენლებმა, კრისტოფერ უოკერმა და არჩ პუდინგტონმა აღნიშნეს ჩვენს რადიოსთან საუბრის დროს, მსოფლიოს ერთადერთი რეგიონი, რომელშიც, 2000 წლიდან მოყოლებული, მუდმივი უკუსვლა აღინიშნება როგორც პოლიტიკური უფლებების, ისე სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, არის ყოფილი საბჭოთა კავშირი - ბალტიის სახელმწიფოების გარდა. უნდა ითქვას, გამონაკლისად - გარკვეული პერიოდი - საქართველოც იყო მიჩნეული, უკრაინასთან და ყირგიზეთთან ერთად, ვიდრე 2007 წლიდან ისევ გაიუარესებდა მაჩვენებლებს...
აი, რუსეთი და რამდენიმე სხვა საბჭოთა რესპუბლიკა კი, დამოკრატიულობის მხრივ, უკვე რამდენიმეწლიან უკუსვლას განიცდიან. შეკითხვას, რა მიზეზები აქვს ამ უარყოფით ტენდენციას, სამი ფაქტორის დასახელებით პასუხობს არჩ პუდინგტონი. ერთი ფაქტორია გაზით და ნავთობით მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მმართველი არადემოკრატიული რეჟიმების ხელთ არსებული ეკონომიკური ბერკეტები, მეორე - საბჭოთა მემკვიდრეობა და მესამე: რუსეთის გავლენა.
[პუდინგტონის ხმა] “რუსეთია დიდი სახელმწიფო ამ რეგიონში. ის უზარმაზარია და ძლიერი გავლენით სარგებლობს. თან აგრესიულად ანტიდემოკრატიული ქვეყანაა - სწორედ ახლა, პუტინის მმართველობის პერიოდში. საქმე ისე არ არის, თითქოს რუსეთი დემოკრატიულ სტანდარტებს უბრალოდ შორდებოდეს. ის დემოკრატიულ სტანდარტებს შორდება და თან ყველანაირად ცდილობს დაამკვიდროს თავისი სისტემა, როგორც აღმატებული დემოკრატიულ სისტემაზე”.
არჩ პუდინგტონი მიუთითებს აშშ-ის ძალისხმევაზე, გაითვალისწინოს დემოკრატიულობის ხარისხი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებით პოლიტიკური კურსის განსაზღვრის დროს. მაგრამ საქმე ის არის, რომ გაზით და ნავთობით მდიდარი ქვეყნები ხშირად იგნორირებას უწევენ დასავლეთის მოწოდებებს დამოკრატიის პრინციპების პატივისცემისკენ.
გასულ წლებში “ფრიდომ ჰაუზის” არაერთ გამოკვლევას უჩვენებია, რომ ენერგორესურსების გაძვირების შედეგად, ამ რესურსებით მდიდარ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ავტორიტარული რეჟიმები ძლიერდებოდა. “პეტროდოლარების” მეშვეობით, ისინი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნავდნენ, რითაც ახერხებდნენ დემოკრატიის დაბალი ხარისხით საზოგადოების უკმაყროფილების მიჩუმათებას, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გადადებას.
როგორც კრისტოფერ უოკერი აღნიშნავს: [უოკერის ხმა]
“თუ კარგად დააკვირდები ყაზახეთს და განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და რუსეთს - საქმე ძალიან ნელა მიდის იმ ძირითად სფეროებში, რომელთა რეფორმირებასაც მოელიან ბაზრები და უცხოელი დამკვირვებლები. არსებობს მოსაზრება, რომ უზარმაზარი შემოსავლები, ამ რეჟიმებმა რომ მიიღეს, მათ მისცა შესაძლებლობა გადაედოთ ეფექტიანი რეფორმები სოციალურ სექტორში, განათლების სექტორში და ა.შ.”
ჯერ არ არის ნათელი, რა მოჰყვება ენერგორესურსების ბოლოდროინდელ გაიაფებას: რა პოლიტიკურ არჩევანს გააკეთებენ ავტორიტარული რეჟიმები, რომელთაც სახსრები აკლდებათ მოსახლეობის სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ახლა კი ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ: მას, როგორც ვთქვით, შეუნარჩუნდა “ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნის სტატუსი - ეს სტატუსი კიდევ 61 ქვეყანას აქვს მინიჭებული, მათ შორის სომხეთს (მეზობელი აზერაბიჯანი და რუსეთი, მაგალითად, არა-თავისუფლებად არიან მიჩნეული). მაგრამ სტატუსი გაუარესდა იმ მხრივ, რომ საქართველო აღარ ითვლება არჩევით დემოკრატიად. მასთან ერთად, ამ სახის დისკვალიფიკაცია შეეხო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, მავრიტანიასა და ვენესუელას. “ფრიდომ ჰაუზის” ანგარიშში როგორც ვკითხულობთ, ეს გაუარესება განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოსა და მავრიტანიის შემთხვევებში,-რადგან სულ რამდენიმე წლის წინ მიესალმებოდნენ მათს ჩადგომას დემოკრატიული ქვეყნების რიგში. ციტატა: “ფერადი რევოლუციების სერიიდან პირველი საქართველოში მოხდა და ეს ქვეყანა ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებული მცირერიცხოვანი ნათელი წერტილებიდან ერთ-ერთი იყო. მისი არამდგრადი კურსი - 2007 წლის საგანგებო მდგომარეობისა და რუსეთთან აგვისტოს ომის ჩათვლით - განვლილი ორი წლის ყველაზე შემაშფოთებელ მოვლენებს მიეკუთვნება”, ვკითხულობთ “ფრიდომ ჰაუზის” ანგარიშში.
დღეს ამ ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ საქართველოს სახალხო დამცველს სოზა სუბარს. მას ვკითხეთ, რამდენად იზიარებს ანგარიშში გამოთქმულ შეფასებებს.
[სოზარ სუბარის ხმა: იხ. აუდიოვერსია]
“ფრიდომ ჰაუზის” ანგარიშის შეფასება ვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” თავმჯდომარ მანანა კობახიძესაც:
[მანანა კობახიძის ხმა: იხ. აუდიოვერსია]