Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ჯაფარიძე


გიორგი ჯაფარიძე
გიორგი ჯაფარიძე
21 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ჯაფარიძე, კომპანია ”სიტი-პარკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. საუბარი შეეხებოდა თბილისში პარკირების ახალი სისტემის ამოქმედებას. გიორგი ჯაფარიძის განმარტებით, მძღოლებმა უნდა დაიცვან როგორც პარკირების საფასურის გადახდის, ისე მანქანის გაჩერების წესები. ”სიტი-პარკის” წარმომადგენელი ინტერვიუში დეტალურად ხსნის გადახდის სამ წესსაც. ინტერვიუს მსვლელობისას მსმენელებმა კომპანიის წარმომადგენელს არაერთი წინადადება შესთავაზეს. ჯაფარიძის თქმით, მისი კომპანია პასუხს აგებს მხოლოდ პარკირების ზონებსა და იმ ტერიტორიებზე, სადაც მანქანის გაჩერების აკრძალვის ნიშნებია დამონტაჟებული. იმ ადგილებში, სადაც არც პარკირების ნიშანია და არც ამკრძალავი, მანქანის გაჩერება უფასო იქნება. ჯაფარიძის თქმით, ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული უნარშეზღუდული პირებისთვის შეღავათების წესი. ამ საკითხზე მუშაობს მერია და ახლო მომავალში ასეთი მძღოლებისთვის, სავარაუდოდ, დაწესდება გარკვეული შეღავათები:
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG