უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
"დგება დრო, როცა გამოგონილსა და რეალობას შორის უფსკრული იმდენად ფართოვდება, რომ პროპაგანდისტებისთვისაც კი შეუძლებელია მისი დაფარვა" - უთხრა რადიო თავისუფლებას ევროპელმა ანალიტიკოსმა სტივენ ბლოკმანსმა.
პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ მისი ელჩობის დასაწყის ეტაპზე მას "საუკეთესო მეგობრად" თვლიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ახლა მის მიმართ სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ. ინტენსიური უარყოფითი კამპანიის დაწყების ნიშნულად ის ასახელებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
"ისე მოხდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა მე აღმოვაჩენდი კარგ პარტნიორს, რომელთანაც პროგრესს ვაღწევდი, ადრე თუ გვიან, ის მინისტრი ან მაღალჩინოსანი იცვლებოდა ანდა მიღებულ გადაწყვეტილებებს ამოაყირავებდა ხოლმე ვიღაც, ვინც მათზე მაღლა იდგა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას რობინ დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში.
კშიშტოფ ბრეიზა, პოლონელი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტის წევრი თვლის, რომ ახლანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერ დაუბრუნდება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. „ეს არ არის გზა ე.წ. „ქართულ ოცნებასთან“ - ქართულ კოშმართან და ბატონ ივანიშვილთან ერთად“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
გადი მოზესი 81 წლის ისრაელელია, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის დასახლებებზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმის დროს კიბუც ნირ-ოზიდან გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს. როგორც თვითონ იხსენებს, წუთებში უკვე ღაზაში იყო, რადგან მისი დასახლებიდან ღაზამდე მანძილი სულ რაღაც 1800 მეტრია.
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გარიგება უკვე დადებულია და ევროპას ურჩევს, „იმოქმედონ იმის გათვალისწინებით, რომ გარიგება დადებულია და ვიზრუნოთ იმაზე, როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს, როცა გვეცოდინება პროცესის შედეგი".
11 მარტს ლიეტუვა დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელს აღნიშნავს. რასა იუკნევიჩიენე, რომლის სახელიც საქართველოში „დებიძინიზაციის“ ტერმინთან ასოცირდება, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვერ წარმოედგინა, ამდენი წლის შემდეგ იმავე ბრძოლაში ყოფნა თუ მოუწევდა, რომელშიც პოლიტიკური კარიერის დასაწყისში იყო.
მიხალ კამინსკი, პოლონეთის სენატის ვიცესპიკერი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ „შეუძლებელია, იყო ევროპაში და იმავდროულად გქონდეს გაყალბებული არჩევნები“ და რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო გამოძიება ევროკავშირის რომელიმე ინსტიტუციამ უნდა ჩაატაროს.
"გთხოვთ, დაუდექით საქართველოს - ახლა თქვენი ჯერია! არჩევნები მოპარულია, მაგრამ საქართველოს თავისუფლება, დემოკრატია და ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებაც თქვენს ხელშია" - საქართველოში ვიზიტის შემდეგ დაწერა ლიეტუვის პარლამენტის ვიცესპიკერმა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
„ახლანდელი მმართველი პარტიის მოქმედებები უზრუნველჰყოფს, რომ საქართველო არასდროს გახდეს ევროკავშირის წევრი“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარკო მიჰკელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. ის ორიოდე დღის წინ ის კიდევ შვიდ ევროპელ პარლამენტართან ერთად იმყოფებოდა თბილისში.
"ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არჩევნები ძალიან, ძალიან გაყალბდა“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჰანს გუტბროდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და პოლიტიკის მკვლევარი. რამდენიმე დღის წინ მან Civil.ge-ზე გამოაქვეყნა სისტემური ანალიზი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე.
"დიახ, მე ზედმეტად მიამიტურად ვუყურებდი ივანიშვილის მოძრაობებს. ყველაფერს ჩემი არშინით ვზომავდი და ვერ წარმომედგინა, რომ ქართველ ადამიანს შეიძლება ასეთი ბოროტი ზრახვები ჰქონოდა საკუთარი ქვეყნის მიმართ" - ასე პასუხობს რადიო თავისუფლების მიერ წერილობით გაგზავნილ ერთ-ერთ შეკითხვას მიხეილ სააკაშვილი.
"ახალგაზრდებმა უნდა სძლიონ საკუთარ ფიქრებს, უნდა მივიდნენ საარჩევნო ყუთთან და თქვან - დიახ, ჩვენს ბიულეტენს ვაგდებთ დასავლეთის „ყუთში“ და არა რუსეთისაში!" - ეუბნება რადიო თავისუფლებას იონას ჰაფსტრომი, შვედეთის ყოფილი ელჩი აშშ-ში საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.
„ის, რომ აშშ-ის მთავრობა, პრეზიდენტი, სხვები განიცდიან „გლობალური ომის პარტიის“ ზეგავლენას, არის ყოველგვარი სიმართლისგან დაცლილი უცნაური შეთქმულების თეორია“ - ეუბნება რობინ დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ მომავალს და ირწმუნეთ, რომ გაქვთ მისი მიღწევის ძალა. ეს ორი რამ თუ გეხსომებათ, გამოგივათ...“
„ვიმედოვნებთ, რომ, არჩევნებით თუ არჩევნების გარეშე, საქართველოში იქნება დემოკრატიის საფუძვლების დასუსტებიდან შემობრუნების პროცესი. ოცდაათი წლის შემდეგ ასეთი რამ გასაკვირია ქართველებისთვის და ასევე, ეს არ არის ის, რასაც ევროპაში მოელოდნენ“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჟოაო გომეშ კრავინიო,
მოლდოველი უფლებამდაცველისა და მკვლევრის, ოტავის უნივერსიტეტის დოქტორანტ ვეაჩესლავ (სლავა) ბალანის თქმით, მოლდოვასა და საქართველოს რეალობას შორის მთავარი განსხვავება არის ის, რომ მოლდოვას არ გააჩნია საზღვარი რუსეთთან. ეს ფაქტი დიდწილად განაპირობებს მისი ტერიტორიული პრობლემების სპეციფიკასაც.
„ივანიშვილმა თავისი და საკუთარი პარტიის მომავალი, აგრეთვე ქვეყნის მომავალი სასწორზე დადო იმგვარ კრიზისში შეყვანით, რომლიდანაც რთულია გამოსვლა ისე, რომ ვინმემ სახე არ დაკარგოს. ამას კიდევ დიპლომატიურად აღვწერ, თორემ შეიძლება უარესიც მოხდეს" - უთხრა რადიო თავისუფლებას სტივენ ბლოკმანსმა,
ჩამოტვირთე მეტი