ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციის ბრიტანელი თანამშრომელი, ავღანეთში დაღუპული 36 წლის ლინდა ნორგროუვი, შეიძლება, მისი გამტაცებლების ნაცვლად, აშშ-ის სამხედროთა მიერ იქნა მოკლული უხეიროდ ჩატარებული გადარჩენის ოპერაციის დროს. ის 8 ოქტომბერს მოკლეს 26 სექტემბერს თალიბების მიერ გატაცების შემდეგ, კუნარის პროვინციაში, ავღანეთში. კამერონმა დღეს განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარის სარდალმა ავღანეთში, გენერალმა დევიდ პეტრეუსმა უთხრა მას ამის შესახებ, რომ ნორგროუვი შეიძლება მოკლა ყუმბარამ, რომელიც აშშ-ის სპეცრაზმმა იხმარა გადარჩენის ოპერაციის დროს. კამერონმა, თუმცა თქვა, რომ არ არის საბოლოოდ გარკვეული, რა მოხდა. მისივე ცნობით, საქმეს გამოიძიებენ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნორგროუვი თალიბებმა მოკლეს.
ჰუმანიტარული ორგანიზაციის ბრიტანელი თანამშრომელი შეიძლება აშშ სამხედრო ხელით იყოს მოკლული
ყველაზე პოპულარული
1