ბესო ნამჩავაძე ეკონომიკურ მდგომარეობაზე
26 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ბესო ნამჩავაძე, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) ეკონომისტი. მან ილაპარაკა ხელისუფლებისა და ბიზნესის მიერ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ ნაბიჯებზე. ბესო ნამჩავაძის აზრით, კრიზისის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე ხელისუფლებას ნაკლებად მკვეთრი გადაწყვეტილებებით შეეძლო ვითარების დასტაბილურება, დღეს მას მეტად მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა უწევს. ნამჩავაძე თვლის, რომ კომერციული ბანკები სხვისი რეკომენდაციის გარეშეც შესთავაზებდნენ თავიანთ მსესხებლებს გადახდის შეღავათიან სქემებს იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ გაკოტრება. ანალიტიკოსის აზრით, ცალკეული ობიექტების პრივატიზაციის დროულად გამოცხადების შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგი უკვე ასახულიყო კიდეც ლარის კურსზე. ნამჩავაძის თქმით, ხელისუფლებამ მცდარად შეაფასა ვითარება, როცა ჩათვალა, რომ ლარის კურსის ვარდნა გარე ფაქტორებზე შოკური რეაქცია იყო მხოლოდ.
ეპიზოდები
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან