აქციები „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად
დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ხალხია შეკრებილი. ისინი ტელევიზიის მხარდასაჭერად მოვიდნენ. სასამართლოში განიხილება „რუსთავი 2-ის“ ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის, სარჩელი, რომელიც ტელევიზიის დაბრუნებას ითხოვს, რასაც არხის ახლანდელი ხელმძღვანელობა სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლად აფასებს. 21 ოქტომბერს განცხადება გააკეთა არხის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, მას ხელისუფლება შანტაჟირებას უწევს და ემუქრება ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით. ეს ჩანაწერი, სავარაუდოდ, შეიცავს კადრებს, რომლებიც გვარამიას დისკრედიტაციის მიზნით იქნება გამოყენებული. ნიკა გვარამიას თქმით, ასევე ზეწოლაა მის ახლობლებზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის უკან დახევას არ აპირებს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა მოსახლეობას „ რუსთავი 2-სა“ და დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა.
ეპიზოდები
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ