5 აგვისტოს ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში საზეიმოდ გაიხსნა ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები, 6 აგვისტოს კი მედლების პირველი კომპლექტებიც გათამაშდა. პირველი ოლიმპიური გამარჯვებები იზეიმეს ტყვიის მსროლელებმა, მშვილდოსნებმა, ძიუდოისტებმა, ველომრბოლელებმა, მოცურავეებმა… ამ უკანასკნელებმა 6 აგვისტოს სამი მსოფლიო რეკორდიც დაამყარეს.
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე პირველი

1
ოლიმპიური ჩემპიონი 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში, უნგრელი კატინკა ჰოშსუ.

2
კატინკა ჰოშსუ ზეიმობს გამარჯვებასა და მსოფლიო რეკორდს 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში. მისი შედეგი (4.26,36) ორ წამზე მეტით აღემატება ძველ რეკორდს.

3
დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ადამ პიტიმ (შუაში) 100 მეტრზე ბრასით ერთ-ერთ წინასწარ გაცურვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

4
სამბის მოცეკვავეები რიო-დე-ჟანეიროს საწყლოსნო სტადიონზე.

5
48 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტ ქალთა ტურნირში ერთმანეთს ხვდებიან უნგრელი ევა ჩერნოვიცკი (თეთრი კიმონოთი) და ყაზახი ოტგონცეცეგ გალბადრახი. საბოლოოდ გალბადრახმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

6
60 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტ ვაჟთა ტურნირში ერთმანეთს ხვდებიან იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი, მარცხნივ) და დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი).

7
60 კგ-მდე წინით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტთა ფინალური შერკინება: რუსეთის წარმომადგენელმა ბესლან მუდრანოვმა (თეთრი კიმონოთი) დაამარცხა იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი). ამირან პაპინაშვილი (საქართველო) მეხუთე ადგილს დასჯერდა.

8
იაპონელი ნოზომი სატო (მარჯვნივ) ზეიმობს გამარჯვებას დაშნით მოფარიკავე ქალთა ერთ-ერთ წინასწარ ორთაბრძოლაში.

9
სერბიისა და ვენესუელის კალათბურთელ ვაჟთა მატჩის ერთი ეპიზოდი. მეტოქის კალათს უტევს სერბი შტეფან ბირჩევიჩი.

10
ორძელზე ასპარეზობისას თავი ვერ შეიმაგრა და მიწაზე დაეცა იაპონელი ტანმოვარჯიშე კოჰეი უჩიმურა.