ლეილა მუსტაფაევა საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პროკურატურა აზერბაიჯანელ კოლეგებს თბილისიდან გაუჩინარებული გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით მიმართავს, მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე საქართველოს წარმომადგენლის დასწრებას ითხოვს. როგორც 27 ივნისს ქვეყნის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, ამ ეტაპზე ქართული მხარე აზერბაიჯანის პასუხს ელის. 27 ივნისს ამავე საკითხზე აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. ადვოკატები ხელისუფლებას მოუწოდებენ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცეს; ხოლო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი საჩივრით მუხთარლის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
ეპიზოდები
-
ივნისი 16, 2025
რატომ ჩქარობს სასამართლო
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე