სტივენ ჯონსი: ევროპისგან საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ვერ მიიღო სამხედრო დახმარება
რა პროცესებმა განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 100 წლის წინ, რამდენად იყო ეს უფრო მეტად საგარეო ფაქტორით განპირობებული მოვლენა, ვიდრე ერის გაცნობიერებული არჩევანი. ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ვაშინგტონში, „ამერიკის ხმის“ რედაქციაში, შეხვდა კობა ლიკლიკაძე სტივენ ჯონსს, ცნობილ ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს, რომელიც დიდი ხანია იკვლევს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და დაცემის, ქართული და ევროპული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ისტორიას. სტივენ ჯონსი, რომელიც მშვენივრად ფლობს ქართულ ენას, აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე საქართველო მძიმე საშინაო და საგარეო საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა.
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025
გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...