შალვა თადუმაძე სამართლიანობის აღდგენის შესახებ
ახალი მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის თქმით, საქართველოს პროკურატურაში შეტანილია 52 530 საჩივარი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. თუმცა სამართლიანობის აღდგენის მომლოდინეთა ნაწილს ქონება ვერ დაუბრუნდება და ეს მათ ღიად უნდა უთხრას სახელმწიფომ. "მესმის, ეს მძიმე გადაწყვეტილებაა. განსაკუთრებით მძიმე იქნება მთავარი პროკურორისთვის თქვას, რომ სამართლიანობას ამ ნაწილში ვერ აღადგენს... მაგრამ თუ ვერ აღადგენს, ეს უნდა თქვას. რადგან მუდმივად იმ მოლოდინს, რომ, აი, ჩემი ქონება იზრდება, იზრდება, სახელმწიფო ან მესამე პირი ამას ანვითარებს და ოდესმე დამიბრუნდება, ამ მოლოდინს ჯობია, (ადამიანმა) იცოდეს, რომ ვიღაცამ აიღო პასუხისმგებლობა და უთხრა, რომ ეს ქონება ვერ დაბრუნდება - ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს არის მემკვიდრეობა", - განაცხადა შალვა თადუმაძემ 16 ივლისს, როდესაც ის ჯერ ისევ მთავარი პროკურორობის კანდიდატის რანგში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წინაშე წარდგა.
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025
გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...