"ევროპულმა საქართველომ" საქართველოს რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. პარტიამ 22 სამაჟორიტარო ოლქიდან კანდიდატები ჯერ მხოლოდ 14-ში დაასახელა.
საკუთარი კანდიდატები გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ თავად წარადგინეს. საარჩევნო შტაბს სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
პარტიის კანდიდატები არიან:
- ფოთი, ხობი და სენაკი - გიგა ბოკერია;
 - ზუგდიდი - გიგი უგულავა;
 - ზესტაფონი, ბაღდადი, თერჯოლა და ტყიბული - გიგი წერეთელი;
 - ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური - ტარიელ ნაკაიძე;
 - რუსთავი - ირმა ნადირაშვილი;
 - ქუთაისი - ოთარ კახიძე;
 - საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული - სერგო რატიანი;
 - თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი - ზურა ჭიაბერაშვილი;
 - გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყარო - გიორგი ღვინიაშვილი;
 - ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური - ხათუნა გოგორიშვილი;
 - მარნეული და გარდაბანი - აჰმედ იმამკულიევი;
 - ახალქალაქი და ნინოწმინდა - არსენ კარაპეტიანი;
 - აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ - ლელა ქებურია;
 - სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი - აკაკი ბობოხიძე.
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნებისთვის:
- ბათუმი - ვახტანგ კალოიანი;
 - ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური - თემურ კახიძე.
 
საქართველოში სულ 30 სამაჟორიტარო ოლქია, მათგან 8 თბილისში, დანარჩენი კი რეგიონებში. ოპოზიციის ერთი ნაწილი თბილისში საერთო კანდიდატების დასახელებაზე შეთანხმდა.