Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაური: გახარია და მე მეგობრები ვართ, არანაირი "ჩემი" და "მისი" კადრები არ არსებობს


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ არასწორია ინფორმაცია მასსა და პრემიერ გიორგი გახარიას შორის. მისი თქმით, მის სისტემაში მიმდინარე ცვლილებები როტაციის შედეგია და არა დაპირისპირების. ამ საკითხზე მას კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს და მისი მოადგილეების კახა საბანაძისა და ვლადიმერ ბორცვაძის შესაძლო გათავისუფლებით დაინტერესდნენ.

"კახა საბანაძე ჩემი კადრი უფროა. ჩემთან მუშაობდა 5 წელი და გახარია რომ დაინიშნა ძალოვანში, მერე მივეცი. კოტე ანანიაშვილიც მუშაობს ჯერჯერობით... კოტე ანანიაშვილი [აჭარის პოლიციის უფროსი] 6 წელი ჩემთან მუშაობდა და ჩემი კადრი არ არის და მისი კადრია? მე და გახარია ვართ უახლოესი ადამიანები, წლებია ვმეგობრობთ. ბევრი ჭორი იყო, არანაირი დაპირისპირება არ არის. დიდი ხანია ვმეგობრობთ და მინდა გითხრათ, რომ არანაირი "ჩემი" და "მისი" კადრები არ არსებობს", - თქვა გომელაურმა.

რამდენიმე დღეა მედიასაშუალებები ავრცელებ ინფორმაციას, რომ გომელაურსა და გახარიას შორის დაპირისპირებაა და შინაგან საქმეთა მინისტრი პრემიერის კადრებს ათავისუფლებს. გახარია პრემიერობამდე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

XS
SM
MD
LG