ინტერპოლმა უარი უთხრა რუსეთს, ძებნა გამოეცხადებინა ჩეჩენ ოპოზიციონერ ბლოგერ, ტუმსო აბდურახმანოვზე, რომელიც თავის ვიდეო-ბლოგებში სისტემატურად საუბრობს ადამიანის უფლებების დარღვევასა და სხვა სამართალდარღვევებზე ჩეჩნეთის რეგიონში.
საიტ „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, რუსეთში აბდურახმანოვის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდების გამო. ხოლო თავად ბლოგერი იძულებული გახდა დაეტოვებინა ჩეჩნეთის რეგიონი და რუსეთი და ამჟამად შვედეთში ცხოვრობს.
ცნობა ინტერპოლის უარზე საკუთარ იუთუბის არხზე თავად აბდურახმანოვმა გამოაქვეყნა, რომლის თქმით მრავალთვიანი განხილვის შემდეგ ინტერპოლმა კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნია მასზე ძებნის გამოცხადება.
„როდესაც ინტერპოლი, ჰააგის ტრიბუნალი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, აცხადებენ, რომ შენ, უბრალო ადამიანი უგებ საქმეს მთელ ქვეყანას; როცა ორგანიზაცია აცხადებს, რომ მთელი ქვეყანა, და არა შენ, პატარა ადამიანი, - არღვევს კონსტიტუციას, - ეს ძალიან დიდი მოვლენაა“, - აღნიშნა აბდურახმანოვმა.
გასულ წლის თებერვლაში ოპოზიციონერ ჩეჩენ ბლოგერზე, ტუმსო აბდურაჰმანოვზე, შვედეთში თავდასხმა განხორციელდა. დანაშაული გროზნოდან ბრძანებით ჩაიდინა რუსეთის მოქალაქე, რუსლან მამაევმა, რომელსაც შვედეთში ასამართლებენ.
ჩეჩენი ბლოგერის ადვოკატმა, იენს შელუნდმა განაცხადა სასამართლოზე, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლები ტუმსო აბდურაჰმანოვის მოკვლისთვის მამაევს ჯილდოს დაჰპირდნენ.
ბლოგერზე თავდასხმა მოხდა 26 თებერვალს შვედეთში, როცა მას საკუთარ ბინაში ეძინა. მან მოახერხა თავდამსხმელის გაუვნებელყოფა და ის პოლიციას ჩააბარა.
აბდურაჰმანოვი აცხადებს, რომ დანაშაულის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.